ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლას დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. იუბილის აღსანიშნავად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე ესწრებოდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა საიუბილეო თარიღი და წარმატებები უსურვა. სოფელ ჩაოში პირველი დაწყებითი სკოლა 1926 წელს გაიხსნა. 2001-2002 სასწავლო წელს ჩაოს საჯარო სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად, რომელმაც დღემდე 14 თაობა აღზარდა. სკოლის საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს სკოლას 90 წელი შეუსრულდა