„ხულოს მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე, კრიზისულ მდგიმარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სოფელ ბეღლეთში მცხოვრებ მერაბ კახაძისთვის შეძენილი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რაშიც აქტიურად მონაწილეობს საკრებულოს წევრი თამაზ ლომიძე, აგრეთვე სოფლის მოსახლეობაც.
სახლის მშენებლობის პროცესი ამ რამდენიმე დღის წინ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძემ დაათვალიერა.