დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს.
სხდომას 28 დეპუტატიდან არ ესწრებოდა ცხრა დეპუტატი.
საკითხი 1. “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
საკითხი 2. „ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა – შენახვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის N94 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
საკითხი 3. ხულოს მუნიციპალიტეტში ალპური ბოტანიკური ბაღის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ.საკითხი 4. „გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე კურორტ „გოდერძი“-ს დასაგეგმარებელი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 მაისის N33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.