მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ჯამბულ ხოზრევანიძე მოსწავლებს შეხვდა

ჯამბულ ხოზრევანიძე მოსწავლებს შეხვდა

332
0

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე გამგეობის მცირე დარბაზში პროგრამა ,,მომავლის“ ფარგლებში დანისპარაულის, დიოკნისისა და ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და განხილული იქნა ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები. საუბრისას მათში გამოიკვეთა იმ ინტერესთა სფეროები, რაც ახალგაზრდობაშია.
საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხოზრევანიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საინტერესო იყო ახალგაზრდების აქტიურად ჩართულობა.
საინტერესო შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს საკრებულოს თავმჯდომარეს და აღნიშნეს, რომ კარგია ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი შეხვედრები და მიდგომები მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან.