ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა. მობილიზებულია ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცემერი ნუკრი დეკანაძე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად.
პარალელურად იწმინდება სანიაღვრე ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
მერიის ყველა შესაბამისი სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.