„ხალხის პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯუმბერ თავართქილაძე ნინო ბურჯანაძის პარტიას შეუერთდა.
– „ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაამართლა ხალხის ნდობა, მას არ აქვს ეკნომიკური და პოლიტიკური კურსი“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯუმბერ თავართქილაძემ. „ხალხის პარტიის“ აწ უკვე ყოფილი სახე თვლის, რომ ბურჯანაძე ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, ვისაც სახელმწიფოს სწორ გზაზე დაყენება შეუძლია. თავართქილაძე ირწმუნება, რომ ბურჯანაძის გუნდთან ერთად აუცილებლად შეცვლის ხელისუფლებას არჩევნების გზით.