მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ჰეიდარ ალიევის სახელობის აუდიტორია ბათუმის უნივერსიტეტში

ჰეიდარ ალიევის სახელობის აუდიტორია ბათუმის უნივერსიტეტში

248
0

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით აზერბაიჯანის საერთო-სახალხო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანოლოგიის ცენტრი გაიხსნა. უნივერსიტეტის 59-ე აუდიტორია სპეციალური სტენდებითა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. აუდიტორიაში გამოფენილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიღწევები სხვადასხვა სფეროში, აქ შეხვდებით სტენდებს ნავთობის მოპოვების, ამ ქვეყნის კულტურისა და ხალხური რეწვის წარმომადგენელთა მიღწევებს. შეკრებილთ მიესალმა აზერბაიჯანის გენერალური კონსული ბათუმში რაშად ისმაილოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში. სიტყვაში გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე, ბათუმისა და ნახჭევანის უნივერსიტეტების მეგობრობაზე, ახლადგახსნილი აუდიტორიის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიება აზერბაიჯანის საერთო-სახალხო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის იუბილეს დაემთხვა.