მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

304
0

ბათუმის მერიის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 6 მაისის პარკში, 13:00-დან -21:00 საათამდე, შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
პროექტის ფარგლებში, 6 მაისის პარკში ზღაპრული გარემო შეიქმნება, სადაც ბავშვები დაუვიწყარი დღის გატარებას შეძლებენ.
ღონისძიებების მსვლელობისას პატარებს საშუალება ექნებათ ,,დაეუფლონ” სხვადასხვა პოპულარულ პროფესიას: მშენებელი, ექიმი, მეთევზე, სტილისტი, მომღერალი, მეომარი, მხატვარი, მასწავლებელი, მოჭადრაკე, მოქანდაკე და ხელოვანი.
მთელი დღის განმავლობაში ბავშვებთან ერთად იმხიარულებენ ანიმატორები: მინიონი, მიკი და მინი მაუსები, ჰელოუ კიტი, ჯეკ ბეღურა და კლოუნი. მოეწყობა ოჩოფეხებით მსვლელობა. ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები და გასართობი აქტივობები: დიდი ჭადრაკი, მინი გოლფი, დიდი შაში, მაგიდის ფეხბურთი, რბოლა, მიზანში სროლა, ლიმონათის კონკურსი, ბუშტების არტი, საპნის ბუშტები, ლაბირინთი, ოთხი მწკრივში და ჯენგა. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ გასაბერ სასრიალოზე. 6 მაისის პარკში განთავსებული იქნება ფოტო და 3 განზომილებიანი ფოტო ბანერები, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიღონ სურათები.
14:00-დან 21:00 სათამდე გაიმართება სტუდიების – ლალეს, ბასტი-ბუბუს, ლიმპოპოს, ჰარმონიისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვების მონაწილეობით სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიება. ასევე წარმოდგენილი იქნება სასულე ორკესტრი და დრამერები, თითებისა და თოჯინების თეატრი. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ სურათები გადაიღონ პარკში არსებულ ბანერებთან. გაიმართება სხვადასხვა საბავშვო სტუდიის, შშმ პირებისა და ბავშვთა სახლების მიერ შექმნილი ნივთებისა და სურათების გამოფენა.
ბავშვებს დაურიგდებათ ჰელიუმის ბუშტები და ნაყინები.