1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს,
ბათუმის ცენტრალური პარკში გასართობი ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
პროგრამით გათვალისწინებულია: საბავშვო გასართობი თამაშები, ფოტო სტენდები, კომპიუტერული თამაშები, ქვიშის მოედანი და საჩუქრები ბავშვებისთვის.
საკონცერტო პროგრამით წარსდგებიან სტუდიები: ცისფერი ბალერინები, სახე, ლალე, ლიმპოპო, ჰარმონია, ნიჟარა, ჩვენი სახლი, დული ლული, ზღვის შვილები, ბაბილინა და ბასტი ბუბუ.