გუშინწინ ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გაზეთ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დააკავეს. როგორც დაკავებულმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან თქვა, მას არასათანადოდ მოეპყრნენ. გაზეთ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„სოლიდარობა მზია ამაღლობელს” – ბათუმის იზოლატორთან აქცია მიმდინარეობს მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად. აქციას მედიის წარმმადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები მართავენ.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი.
ხვიჩა მამულაძე
ავტორის ფოტო