ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, მდინარე აკავრეთაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ ახალმშენებლობა ადგილობრივ ბიუჯეტს 120 ათასი ლარი დაუჯდა. ხიდი ორ სოფელს ერთმანეთან აკავშირებს სიახლით ამიერიდან მერისის თემში შემავალი სოფლების მოიალაღეებიც ისარგებლებენ. რკინის კონსტრუქციის საავტომობილი ხიდის ტვირთამწეობა 10 ტონა გახლავთ.