მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხაბაძემ საკუთარი მოღვაწეობა შვიდიანზე შეაფასა

ხაბაძემ საკუთარი მოღვაწეობა შვიდიანზე შეაფასა

231
0

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიში რეგიონის საზოგადოებას წარუდგინა და თავისი განვლილი საქმიანობა ათიდან შვიდიანზე შეაფასა. როგორც ხაბაძემ ხაზგასმით აღნიშნა, თავისი მოღვაწეობის პერიოდში რესპუბლიკური ბიუჯეტი 128 მილიონიდან 210 მილიონამდე გაიზარდა. მთავრობამ შეძლო სოციალურ სახლებში 182 ოჯახისათვის უსასყიდლოდ გადაეცა ფართები და 209 ეკომიგრანტისთვის ახალი ბინები გადაეცათ. მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მიხედვით 2012 წელთან შედარებით 22% -ით გაიზარა დასაქმებულთა რაოდენობა.

არჩილ ხაბაძემ 2016 წელს დაგეგმილ ხულო-ადიგენის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა, მისი განცხადებით პროექტის განხორციელებისთვის 110 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო კურორტ ბეშუმში კანალიზაციისა და შიდა გზების მოწყობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, მთავრობა წელს სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის გახსნასაც გეგმავს.

აჭარის მთავრობის სამწლიანი მოღვაწეობა და განხორციელებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა, ხოლო შეხვედრის ფორმატის მიუღებლობის გამო ოპოზიცია ანგარიშის წარდგენას არ დასწრებია. დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე შეხვედრაზე მივიდა, თუმცა მას დღეს კითხვები არ დაუსვამს.