საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვაკურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდის ლოცვის დღედ გამოაცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით სხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა ხიჭაურის ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ბერმუხა” და ,,არგინეთი”. ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ ბაუჩაძე და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები.