35 წელზე მეტია მსოფლიო ყოველ 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუზეუმის ყველა მესვეურს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს და მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავს.
12:00 საათზე – ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში კერამიკული სახელოსნო გაიხსნება და აღინიშნება ანზორ ჯაველიძის იუბილე; 12:30 საათზე – გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალში ჩატარდება საგანმანათლებლო პროექტის ,,მუზეუმი გვაერთიანებს“ დასკვნითი ინტერაქტიული გაკვეთილი თემაზე: „ციხე-სიმაგრეები საქართველოში“. მოეწყობა მშვილდოსანთა საჩვენებელი ტურნირი და ,,შავფაროსნების“ მონაწილეობით გაიმართება საბრძოლო-საჩვენებელი წარმოდგენა. გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი უმასპინძლებს უკრაინელ ჯარისკაცებს. 14:00 საათზე, ქობულეთის მუზეუმში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „მუზეუმის როლი სახვითი ხელოვნების განვითარებაში“. ასევე, გაიმართება მასტერკლასი სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის და ფრიდონ იჯარეთელის პერსონალური გამოფენა.