მთავარი სხვადასხვა 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედიაც უნდა შევისწავლოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს ისე,...

1990 წლის 20 იანვრის ტრაგედიაც უნდა შევისწავლოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს ისე, როგორც არის

5
0

20 იანვრის მოვლენები აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია და 2025 წელს ამ დანაშაულიდან 35 წელი გადის…

1990 წლის 19-დან 20 იანვრის ღამეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ლიდერის ბრძანებით, სსრკ თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები აზერბაიჯანის  რამდენიმე რეგიონში და ბაქოში განლაგდნენ. ისინი მძიმე ტექნიკითა და სხვადასხვა ტიპის იარაღით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ბაქოს ოკუპაცია არმიის სპეცრაზმისა და შინაგანი ჯარების დიდი კონტინგენტის მიერ განსაკუთრებული და არნახული სისასტიკით მიმდინარეობდა. ბაქოში შუაღამისას საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა მოსახლეობას არ ეცნობა. მოსახლეობისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სამხედრო მოსამსახურეებმა 82 ადამიანი სასტიკად მოკლეს და 20 სასიკვდილოდ დაჭრეს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ბაქოში 20 იანვარს და მომდევნო დღეებში 21 ადამიანი დაიღუპა. რეგიონებში, სადაც საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა – 25 იანვარს ნეფტჩალაში და 26 იანვარს ლანკარანში. ცეცხლგამჩენი ტყვიებით გამოწვეული ხანძრის შედეგად სულ დაიღუპა 131 ადამიანი, დაშავდა 744, უკანონოდ დააკავეს 841, დაზიანდა 200 სახლი და ბინა, 80 მანქანა, გაანადგურეს სასწრაფო დახმარების მანქანები, სახელმწიფო და კერძო საკუთრებები.

20 იანვრის ტრაგედიამ გამოიწვია აზერბაიჯანელების ორგანიზება მთელ მსოფლიოში. ტრაგედიის შემდეგ საბჭოთა იმპერიამ აზერბაიჯანში დაკარგა მთელი მორალური და სოციალური მხარდაჭერა, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა გახდა სახალხო მიზეზი და პირველად ქვეყნის ახალ პოლიტიკურ ისტორიაში, აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ტრაგედიის პოპულარიზაციისა და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი ცხოვრობდნენ, დაიწყეს ორგანიზება.

20 იანვრის მოვლენებს ჰქონდა როგორც სიმბოლური მნიშვნელობა, ასევე ფენომენალური როლი აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. 20 იანვრის ტრაგედიით გამოწვეული სოციალურ-პოლიტიკური რეალობის კოლაფსმა, იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რომელიც ყალიბდებოდა საერთაშორისო ასპარეზზე სსრკ-ს დასასრულისა და ცივი ომის წინა დღეს, წარმოშვა ისტორიული ჯაჭვი, პროცესები, ჯერ აზერბაიჯანის სსრ-ში, შემდეგ კი დამოუკიდებელ აზერბაიჯანში.

სისხლიანი იანვრის ინცინდენტი არის მოვლენა, რომელმაც ბიძგი მისცა ეროვნული იდეოლოგიის განვითარებას. 20 იანვარი არა მხოლოდ ტრაგედიაა აზერბაიჯანის ისტორიაში, არამედ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზის პირველი მწვერვალი, ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის თავისუფლების სურვილის გაღვიძების დღე. ეს არის დიდებული ისტორია, რომელშიც მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა იმპერიის უღლის ქვეშ მყოფმა ხალხმა აღიმაღლა ხმა თავისუფლებისთვის და გამოავლინა გამბედაობა თავისი სუვერენიტეტისთვის.

ტრაგედიის შემდეგ დაუყოვნებლივ – 1990 წლის 21 იანვარს, აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი ოჯახთან ერთად მივიდა მოსკოვში აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში მშობლიური ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად, გამოხატა თავისი ძლიერი პროტესტი. სსრკ-ს ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი სისხლიანი ოპერაცის გამო და ამხილა ისინი, ვინც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

ალიევმა მაშინ განაცხადა: – მე მიმაჩნია, რომ ის მოვლენები, რაც მოხდა აზერბაიჯანში, ეწინააღმდეგება კანონს, დემოკრატიას, ჰუმანიზმს და… სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ქვეყნის უმაღლეს პარტიულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რომ მიეღო დროული და აუცილებელი ზომები მთიანი ყარაბაღის მოვლენების საწყის ეტაპზე, არ იქნებოდა საფუძველი სამხედრო ინტერვენციისა, რომელსაც მოჰყვა მასობრივი მკვლელობები 1990 წლის 19-20 იანვრის ღამეს… ყველა, ვინც ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. იმავე წლის 20 ნოემბერს, ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ასამბლეის სესიაზე, ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა, იანვრის ტრაგედია შეაფასა როგორც თავდასხმა აზერბაიჯანელი ხალხის სუვერენულ უფლებებზე: – „ეს არის სამხედრო აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ.  შეურაცხყოფა და  დანაშაული აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე,“ თქვა მან.

1994 წლის 29 მარტს, ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ინიციატივით, 20 იანვრის ტრაგედიას პირველად მიეცა სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – მილი მეჯლისის დონეზე. მილი მეჯლისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია: „აზერბაიჯანში გავრცელებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩასახშობად, დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოს შესაქმნელად წამოსული ხალხის ნდობისა და ნების დასარღვევად, მათი ეროვნული იდენტობის დასამცირებლად და საბჭოთა სამხედრო მანქანის ძალაუფლების დემონსტრირებისთვის, ნებისმიერ ხალხს, ვინც ასეთი გზა აირჩია, საბჭოთა შეიარაღებული ძალების განლაგება ბაქოსა და რესპუბლიკის რამდენიმე რეგიონში 1990 წლის 20 იანვარს და შედეგად იმ უიარაღო ადამიანების სასტიკი მკვლელობა, ვინც ქუჩაში გამოვიდა სიმართლისა და სამართლიანობის დასაცავად, უნდა შეფასდეს, როგორც სამხედრო აგრესია და დანაშაული ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის მიერ აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ“.

აზერბაიჯანელი ხალხი პატივს მიაგებს 20 იანვარს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას. ყოველწლიურად ტრაგედიის წლისთავს თან ახლავს ხალხმრავალი ვიზიტები „შეჰიდების ხეივანში“, სადაც სამშობლოს თავისუფლებისთვის თავდადებულთა საფლავებზე მიაქვთ ტრაგედიის სიმბოლოდქცეული წითელ მიხაკები, იხსენებენ მათ დიდი სიამაყით, ხოლო ტრაგედიის მომწყობ დამნაშავეებს ლანძღვით და ღრმა სიძულვილით მოიხსენიებენ…

ყოველწლიურად, 20 იანვარს, ბაქოს დროით 12:00 საათზე, მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, წუთიერი დუმილით პატივ მიაგებენ 20 იანვრის მოწამეების ხსოვნას და ისმის ხმოვანი სიგნალები გემებიდან, მანქანებიდან და მატარებლებიდან. გლოვის ნიშნად დაშვებულია ეროვნული დროშები.