მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 2017-2018 წლის „რჩეულ ქობულეთელთა“ ათეული ცნობილია

2017-2018 წლის „რჩეულ ქობულეთელთა“ ათეული ცნობილია

156
0
dav

დასრულდა ქობულეთის კულტურის ცენტრისა და გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ ერთობლივი პროექტის „რჩეული ქობულეთელი“ მეორე ეტაპი, დასახელებული 25 პრეტენდენტიდან გაზეთის მკითხველმა რჩეულთა ათეული ხმების რეკორდული რაოდენობით (4762) შეარჩია.

sdr

მკითხველის ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და „რჩეულთა“ ათეულში მოხვდნენ:
ტარიელ ვერულიძე – ინჟინერი, კუკური გოგიტიძე – ექიმი, ვაჟა ნოღაიდელი – მეხანძრე, ეთერ ანანიძე – პედაგოგი, თინა ჩავლეიშვილი – ბუღალტერი, ავთანდილ ბეჟანიძე – აგრონომი, ეთერ ბერიძე – სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი, მალხაზ ჭიპაშვილი – ექიმი, კუკური ჟღენტი – კულტურის მუშაკი, გიორგი (კოკი) თხილაიშვილი – მორაგბე.
ვულოცავთ 2017-18 წლის „რჩეულ ქობულეთელებს“ პროექტში წარმატებას და გაცნობებთ, რომ მათთან საზეიმო შეხვედრა გაიმართება მაისის ბოლოს, სასტუმროში „ჯორჯია პალასი“.