დღეს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვაზე მოხსენება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის მერმა გააკეთა. ხელმნძღვანელმა პირებმა მიმდინარე წელს განხორციელებულ და 2018 წელს დაგეგმილ ინფრასრტუქტურულ პოექტებზე ისაუბრეს,საუბარი შეეხო, როგორც კეთილმოწყობის, ასევე სოციალური დაცვის, განათლებისა და სხვა მიზნობრივ პროექტებს. 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოფელ მნათობში,ფერიასა და ახალშენის მეურნეობაში სასმელი წყლის მაგისტრალის და რეზერვუარის მოწყობა ქალაქის წყალსადენზე დაერთებით 347000 ლარი. სოფელ განთიადში ამბულატორიის მშენებლობისათვის ბიუჯტიდან 116122 გამოიყოფა. გაგრძელდება ( II ეტაპი)სოფელ ახალსოფლის სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობა და მაგისტრალის მოწყობა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1122000 ლარი დაიხარჯება. სოფელ ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობის II ეტაპისათვის 475242 ლარია გათვალისწინებული. საჯარო განხილვას ხელვაჩაურში მცხოვრები მოსახლეობა ესწრებოდა, რომლებმაც სხვადასხვა სოფლებში არსებულ პრობლემებზე დასვეს კითხვები, როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ აღნიშნა, მოსახლეობის მიერ დასმული პრობლემები შესწავლილი იქნება და შესაძლებლობის ფარგლებში მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენეტში აისახება. შეხვედრას საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები, როგორც უმრავლესობიდან ასევე და ოპოზიციოური პარტიებიდან ესწრებოდნენ.