6 ნომებერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა განიხილეს უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 18 სექტმებრის N112 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, რომელიც ამ ინიციატივის ავტორია, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა და ახალი რეგულაციების შემოღებამ დღის წესრიგში დააყენა გარკვეული ცვლილებების შეტანა. ვინაიდან სტაჟიორი ითვლება შტატგარეშე თანამშრომლად, კანონის თანახმად შეზღუდულია შტატგარეშე და მოწვეულ სპეციალისტთა რაოდენობა, მომავალი წლის ბიუჯეტშიც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი დაფინანსება ,დღის წესრიგში დადგა საჭიროება, რომ მოქმედი დადგენილება კანონთან შესაბამისობაში მოსულიყო და მიზაშეწონილად ჩაითვალა N112 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება.
კომისიამ დადგენილება ძალადაკარგულად გამოაცხადა და მხარი დაუჭირა აღნიშნული საკითხის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გატანას.