მსოფლიო ლიტერატურის გამოჩენილი წარმომადგენელი, გენიალური აზერბაიჯანელი პოეტი და მოაზროვნე ნიზამი გიანჯევი ერთ ერთი უნიკალური პიროვნებაა, რომელმაც აღმოაჩინა კაცობრიობის მხატვრული აზროვნების ქრონიკები. ჩვენი ხალხის სულიერების განუყოფელ ნაწილად გადაქცეული უდიდესი ოსტატის ნათელი მემკვიდრეობა, მრავალი საუკუნის მანძილზე იკავებს ღირსეულ ადგილს განუმეორებელი კულტურული ფასეულობების საგანძურში. მთელი სიცოცხლის მანძილზე ნიზამი გიანჯიევი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უძველეს აზერბაიჯანულ ქალაქ გიანჯაში, რომელიც იმ დროის ერთ ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა, სწორედ აქ შექმნა მან სიტყვიერი კულტურის ბრწყინვალე მარგალიტები, რომლებიც ესოდენ მდიდარია ახლო და შუა აღმოსავლეთის ფილოსოფიურ-საზოგადოებრივი და მხატვრულ-ესთეტიკური აზროვნების ისტორიით. „ხამსეს“ მიერ მოპოვებული ფართო აღიარების წყალობით ნიზამი გიანჯიევი პოეტურ-ფილოსოფიური აზროვნების მწვერვალზეა. მოაზროვნე პოეტმა თავის მრავალრიცხოვან მემკვიდრეთა შემადგენლობით საფუძველი ჩაუყარა დიდ ლიტერატურულ სკოლას. ცნობილი ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების მშვენება – ნიზამის ნაწარმოებებმა მეტი იმპულსი შესძინეს აღმოსავლური მინიატურების ხელოვნების განვითარებას.
ნიზამის გენია მუდმივად იმყოფებოდა მსოფლიო აღმოსავლეთმცოდნეობის ყურადღების ცენტრში. აზერბაიჯანში უდიდესი სამუშაოა გაწეული ნიზამის შემოქმედების შესწავლისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით, მომზადებულია მისი ნაწარმოებების კრიტიკა, რომელმაც დიდი შეფასება მოიპოვა ნიზამიმცოდნეობის კუთხით, საუკეთესო გაფორმებითა და მასობრივი ტირაჟით გამოცემულია პოეტის ნაწარმოებთა კრებულები. ლიტერატურასა და ხელოვნებაში შექმნილია ნიზამის დაუვიწყარი სახე.
პოეტის მშობლიურ ქალაქ გიანჯაში აღმართულია მავზოლეუმი, ხოლო ბაქოში, სანქტ პეტერბურგსა და რომში მოაზროვნე პოეტს ძეგლები დაუდგეს. აზერბააიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტი და აზერბაიჯანული ლიტერატურის ეროვნული მუზეუმი ატარებენ ნიზამი გიანჯიევის სახელს. დიდ ბრიტანეთში კი წარმატებით ფუნქციონირებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ნიზამი გიანჯიევის ცენტრი.
ჩვენს ქვეყანაში მუდამ საზეიმოდ აღინიშნება ნიზამი გიანჯის იუბილეები. გენიალური პოეტის რვაასწლოვანმა იუბილემ მისი მემკვიდრეობის კვლევისა და პროპაგანდის ძირეული შემობრუნება გამოიწვია. აზერბაიჯანულ კლასიკურ ლიტერატურულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაახლოებული აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი, ეროვნული ერთგულებისა და პატრიოტიზმის პოზიციიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ნიზამის მემკვიდრეობას.
1979 წელს ჰეიდარ ალიევის ინიციატივით მიღებული დადგენილებამ „დიდი აზერბაიჯანელი პოეტისა და მოაზროვნის ნიზამი გიანჯევის მემკვიდრეობის შემდგომი სწავლების გაუმჯობესების, გამოცემისა და პროპაგანდის ზომების შესახებ“, ნიზამის შემოქმედების ახლებურ კვლევასა და პროპაგანდას ახალი გზები გაუხსნა. დიდი ლიდერის უშუალო ინიციატივითა და მონაწილეობით, 1981 წელს გამართული უკვდავი ოსტატის 840-წლოვანი იუბილისადმი მიძღვნილი ცერემონია აზერბაიჯანის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. 2011 წელს, ნიზამი გიანჯევის 870 წლის იუბილე ფართოდ აღინიშნა სახელმწიფო დონეზე გამართული ღონისძიებების სერიით.
2021 წელს გენიალური პოეტისა და მოაზროვნის ნიზამი გიანჯევის დაბადებიდან 880 წელი სრულდება და ოსტატის მდიდრული შემოქმედების, სიტყვისა და აზროვნების პატივსაგებად, 2021 წელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ნიზამი გიანჯევის წლადაა“ გამოცხადებული.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ბათუმში