მთავარი ინტერვიუ 2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, რომლის გარანტებიც არიან რუსეთი და თურქეთი...

2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, რომლის გარანტებიც არიან რუსეთი და თურქეთი და ამაზე უნდა ვიფიქროთ!

524
0

საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი თამარ კიკნაძე:

– ჩვენში გამჯდარია აზრი, რომ საბჭოთა კავშირი ეროვნულმა მოძრაობებმა დაანგრია. ეროვნული მოძრაობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, მაგრამ არა – ძირითადი. სსრკ-ის დანგრევაში უდიდესი წვლილი შეიტანა პოლიტიკურმა ელიტამ და შევარდნაძე იყო ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც მონაწილეობდა ნგრევის პროცესში. მას სწამდა, რომ რუსეთი, როგორც პოლიტიკური აქტორი, აღარ იყო მნიშვნელოვანი და დასავლეთს ანიჭებდა უპირატესობას. მახსოვს, შევარდნაძე ამბობდა, რუსეთი მალე დაინგრევაო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და პირიქით მოხდა. რუსეთი კი არ დაინგრა, ძალა მოიკრიბა და დღეს პრეტენზიას აცხადებს, რომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა საერთაშორისო არენაზე. მკვეთრად დასავლური პოლიტიკური გზის არჩევის გამო კი საქართველო ბევრჯერ დაისაჯა. ამის მაგალითი იყო 2008 წლის ომი, რომელიც მიღებულია, როგორც რუსეთ-საქართველოს ომი. რეალურად ეს იყო გლობალური ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს ტერიტორიაზე. ამ თამაშში ყველაზე მეტად საქართველო დაზარალდა – დაიღუპნენ ბიჭები, განადგურდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, დაიკარგა ტერიტორიები. რუსეთმა თავისი ამოცანა შეასრულა და დამოუკიდებლად გამოცხადებულ ტერიტორიაზე აქვს სამხედრო ბაზები. 1999 წლის სტამბულის ხელშეკრულების თანახმად, რამდენი ბაზაც გავიდა საქართველოდან, ორი იმდენი შემოვიდა 2008 წელს. რაც შეეხება საწვრთნელი ბაზების გახსნას საქართველოში, 1997 წლის ნატორუსეთის ხელშეკრულების თანახმად, ნატოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ რუსეთისეროვნულ ინტერესებს არ შეუქმნის საფრთხეს და მის საზღვრებთან არ გახსნის ბაზებს.მაგრამ, ნატომ გვერდი აუარა ამ ვალდებულებას და საქართველოში გახსნილი სწრაფირეაგირების ობიექტები, ფაქტობრივად, ნატოსა და აშშის ბაზებია. რუსებმა ძალიან კარგად იციან ამ ყველაფრის შესახებ. ამიტომ განცხადებები სწრაფი რეაგირების ბაზებს გახსნის შესახებ დიდი საფრთხის შემცველია საქართველოსთვის.

– რა საფრთხე ემუქრება საქართველოს ახლო მომავალში?

– ამჟამად რუსეთი ცუდ მდგომარეობაშია _ მას აქვს უკრაინის პრობლემა. კავკასია კი რუსეთის ეროვნული ინტერესების სფეროშია და ის არ დაუშვებს იქ რამე ტიპის ცვლილებას. სომხეთი მკვეთრადაა გამოკვეთილი, როგორც რუსული სატელიტი, აზერბაიჯანი თამაშობს წონასწორობის პოლიტიკას, მაგრამ აშშის ელჩმა აზერბაიჯანში – რიჩარდ მორნინგსთარმა თქვა, რომ შეიძლება მეორე მაიდანი აზერბაიჯანში მოხდეს, ანუ იქაც მიმდინარეობსვაჭრობა. საქართველო კი არის მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ქვეყანა, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ხელისუფლება ამ პირობებში მაინც ფრთხილობს. მაგრამ, “მეხუთე კოლონის” სახით არსებული “ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ დესტრუქციულ ქმედებებს ითხოვს და ჩასაფრებულია, რომ ხელისუფლებას მკვეთრი ნაბიჯი გადაადგმევინოს საქართველოს საზიანოდ. ნაცმოძრაობაარ არის პროქართული ძალა და არც მისიოპოზიციაში ყოფნაა სასურველი. ეს ძალა უნდა გაქრეს პოლიტიკური სცენიდან, თუმცა ზოგიერთს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, ხელს აძლევს ამ პარტიის ოპოზიციაში ყოფნა. ისინი “ნაცმოძრაობის” შეგნებისა არიან, რომლებსაც არ აქვთ ეროვნულობის განცდა, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, “ოცნების” ჯანსაღმა ძალამ გააძლიეროს ჯანსაღი ფრთა, მაგრამ კოალიციაში ამის გაკეთების სურვილს ვერ ვხედავ. აშკარაა მცდელობაოცნებისდისკრედიტაციისა; და თუ გონს არ მოეგნენ, უკვე მოახლოებულ არჩევნებზეძალიან ცოტა ხმას მიიღებენ. გარდა ამისა, საქართველოში არის რეალური ოპოზიციისვაკუუმი. კარგი იქნება, შეიქმნას ახალი ძალა, რომელიცნაციონალურ მოძრაობასჩაანაცვლებს და ამ პროცესებს გააჯანსაღებს.

დღეს მსოფლიოში ბევრი ომია. პირველ რიგში, ომია გამოცხადებული და ყოველდღიური შეტევა ხორციელდება ადამიანურ ღირებულებებზე, მის ფსიქოლოგიასა და მენტალობაზე. განათლების დღევანდელი სისტემა ამის ძალიან კარგი მაგალითია. ბოლონიის პროცესისშედეგად, აქცენტი გამახვილებულია არა პროფესურაზე, არამედ მაღალჩინოსნებზე,რომლებიც წერენ სილაბუსებს, ტექნიკურად აფორმებენ სასწავლო პროცესს დაანაზღაურება და პატივისცემა გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე პროფესორებს, რომლებმაცუნდა წაიყვანონ სასწავლო პროცესი.

ამ ბიუროკრატიამ, სწავლის დეტალიზებამ მოიტანა ის, რომ სწავლის ხარისხი დაცემულია. როგორც კი “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა ხელისუფლებაში, დაიწყო განათლების სისტემის რღევევა, გაუფასურება, იმიტომ, რომ ცნობილი ფაქტია: განათლების სისტემა დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში. რა ღირებულებებითაც ზრდი ახალგაზრდა თაობას, იმ ღირებულებებით ცხოვრობს. ამას გარკვეულწილად მიაღწია “ნაცმოძრაობამ”. ახლახან მქონდაასეთი შემთხვევა: ლექციაზე აღფრთოვანებით ვთქვი, “ვეფხისტყაოსანი”, ადამიანურიღირებულებების თვალსაზრისით, რენესანსს 4 საუკუნით უსწრებდამეთქი და ერთმასტუდენტმა მიპასუხა, – მერე რა მოხდა, ეს რა განსაკუთრებული ღირებულებებიაო.სამწუხაროა, ეს რომ არ იციან და ვერც ხვდებიან. ევროპაში გაქანებული ინკვიზიცია იყო, ადამიანებს კოცონზე წვავდნენ, როდესაც საქართველოში ქალთა უფლებებს იცავდნენ და მას ქმართან გაშორების უფლებაც კი ჰქონდა.

 როდესაც ქვეყანას იპყრობდნენ, პირველ რიგში, განათლების სისტემის უზურპირებასახდენდნენ. ეს პროცესი საქართველოში ინტენსიურად განხორციელდავარდებისრევოლუციისშემდეგ – შეცვალეს პროფესურა, დიდი დარტყმა მიაყენეს ჯავახიშვილისუნივერსიტეტს, გაიფილტრა ყველა ის პროფესორი, რომლებიც ეროვნულ ღირებულებებზელაპარაკობდა. ეს იყო მიზანმიმართული პროცესი. დღევანდელი უმაღლესი სასწავლებლები არ არიან კონკურენტული ცოდნის მომცემი, ეს უფრო სოციალიზაციის, ღირებულებების ჩამოყალიბების კერაა.

– საიდან იღებს სათავეს .. სოციალიზაციის პროცესი?

– ეს გლობალური პროცესია, სტანდარტირება ხდება სწავლა-განათლების გარკვეულ მასშტაბზე. ასწავლიან ზედაპირულად. დღეს, მაგალითად, ჩემს სფეროში თითქმის არ არის ქართულად ნათარგმნი წიგნები, რომლებიც რეალურად ასახავს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ამ პროცესების მიზანია დერაციონალური გონების ადამიანების შექმნა, რომელთა მართვა ადვილია. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაქრა მთელი რიგი ფუნდამენტური მეცნიერებებისა. წარმოგიდგენიათ, დიმიტრი უზნაძის ქვეყანაში ფსიქოლოგიის უნივერსიტეტი გააუქმეს! არსებობს მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც მოკლევადიან შედეგზე არიან ორიენტირებული; მაგალითად, ფაკულტეტები საბანკო საქმე, ბიზნესი… ბიზნესის ფაკულტეტები არის ქვეყანაში, სადაც, ფაქტობრივად, ბიზნესი არ არსებობს. არადა, პარადოქსია – ყველაზე დიდი კონკურსი სწორედ ბიზნესის ფაკულტეტზეა. ანალოგიური რამ ხდება საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზეც. ამ პატარა ქვეყანაში ამდენი დიპლომატი როგორ უნდა დასაქმდეს, საინტერესოა.

 დღეს უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობენ ახალგაზრდები, რომლებსაც რაღაცთეორიები აქვთ ერთი წიგნიდან გავლილი და როგორც კი ამ წიგნს გადაუხვევ და სხვარამეს შეეკითხები, ისეთ სისულელეს გიპასუხებენ, აგეტირება. გონზე არ არიან! მთელითაობები იღუპება, ამიტომ სასწავლო პროცესის მოწესრიგება პირველი ამოცანა უნდა იყოსჩვენი ქვეყნისთვის!

ამიტომაცაა საქართველოში გამეფებული ეიჯიზმი, ანუ უფროსი ადამიანებისდისკრედიტაცია. ეს ადამანები დღესაც ჩარეცხილები არიან – არც თანამდებობებზე ნიშნავენ და არც აზრს ეკითხებიან. გადაწყვეტილებებს იღებენ ახალგაზრდები, რომლებიც ადვილი სამართავი არიან. ასევე უგულებელყოფილია პატიოსნება, მორალური პრინციპები. საქართველოში კაზანტიპის ჩატარებაც ამის დამადასტურებელი მაგალითია. ადამიანს, რომელსაც არ აქვს მორალური პრინციპები, ნებისმიერ რამეს გააკეთებინებ. ასეთ ადამიანს და ასეთ ქვეყანას კი ნებისმიერი მტერი მოერევა. უზნეო ქვეყნებს ხანგრძლივი ცხოვრება არ უწერიათ. დღეს გაბატონებული მოდა სვირინგის, პირსინგისა და ა. შ. წარმოიდგინეთ, შინაგანად როგორი ცარიელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ყურადღების მიპყრობას სვირინგით ცდილობდეს. ესეც მსოფლო გლობალიზაციის შედეგია.

– ვინ მართავს ამ პროცესებს?

– ზენაციონალური სტრუქტურები და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე მდიდრები არიან. დაახლოებით 300-400 ოჯახზეა საუბარი, რომლებიც გლობალიზაციის ძირითად ავტორებად განიხილებიან.

– დღეს აქტიურად საუბრობენ ტრანსჰუმანიზმზეც

– ტრანსჰუმანიზმის მთავარი მიზანი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უახლოესი მიღწევების გამოყენებით ადამიანის განუხრელი სრულყოფაა. დროთა განმავლობაში იგეგმება სიბერისა და სიკვდილის თავიდან აცილება. ადამიანს შეეძლება, თვითონ გადაწყვიტოს, როდის მოკვდეს ან, საერთოდ, მოკვდეს თუ არა. ტრანსჰუმანისტები მხარს უჭერენ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას. განსაკუთრებით პერსპექტიულად მიაჩნიათ ნანო და ბიოტექნოლოგიები, აგრეთვე, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

კრიტიკოსების ძირითადი არგუმენტია ის, რომ ხდება ადამიანური არსების უარყოფა, ადამიანი თანდათან დაკარგავს თავის გარეგნულ, სექსუალურ, სოციალურ და სულიერ თვითიდენტიფიკაციას. ამ კონცეფციას იზიარებს ბევრი საერო და რელიგიური პირი. ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუიამა თვლის, რომ დღეს ეს “ყველაზე უფრო საშიში იდეაა”, რომელსაც ბევრი თანმდევი მოვლენა ახლავს. უპირველეს ყოვლისა, ის გამოიწვევს ადამიანთა დისკრიმინაციის ზრდას როგორც სოციუმში, ისე ქვეყნებს შორის, გააჩენს უთანასწორობის ახალ ფორმებს. სწორედ ამიტომ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლებას და, განსაკუთრებით, ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებას. ამ მხრივ კი საქართველოს სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს.

– დასასრულ, აჭარაში მიმდინარე პროცესებზე, მუსილმან და ქრისტიან ქართველებს შორისდაპირისპირებაზე რას ფიქრობთ?

– აქ ცხადად ჩანს მუსლიმანური სახელმწიფოების გავლენა და არავისთვისაა დასამალი, რომ თურქეთი აჭარას განიხილავს თავის შემადგენლობაში. 2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, რომლის გარანტებიც არიან რუსეთი და თურქეთი და ამაზე უნდა ვიფიქროთ! საქართველო გეოგრაფიულად ისეთ გარემოცვაშია, სადაც ყველას თავისი ინტერესების გატარება სურს. ერთ-ერთი კი თურქეთია. საიდუმლო არ არის დავით ოღლუს დოქტრინა ოსმალეთის იმპერიის გავლენების შესახებ, ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს, გაიზომოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“