მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ეშველება თუ არა „აჭარისწყალი-ჯორჯიასაგან“ დაზარალებულ მოსახლეობას?!.

ეშველება თუ არა „აჭარისწყალი-ჯორჯიასაგან“ დაზარალებულ მოსახლეობას?!.

303
0

დღეს ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ფილიალში უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის თემა „აჭარისწყალი-ჯორჯია“ და „შუახევ ჰესის“ პროექტები გახლდათ. -„დღეს ყველაზე რთული უბანი სხალთის და უჩამბის ხეობაა, კერძოდ, გეოლეგებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ საფრთხის წინაშე მხოლოდ სამი მოსახლეა, დანარჩენს საფრთხე არ ემუქრება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“ – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

ადგილობრივი მოსახლეობა დროული რეაგირებისათვის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის ადგილობრივ დეპუტატებს მიმართავს. თამაზ ბაკურიძის განცხადებით, დაზარალებულ  მოსახლეობას, რომელთა უსაფრთხოებაც  დაუცველია, შეუწყდა საარსებო წყარო და ხეობაში აღარ ეცხოვრება, არავინ გასცა პასუხი თუ რა გზას მიმართონ. „აჭარწყალი-ჯორჯიამ“ მთილანად მოიხსნა პასუხისმგებლობა. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხევაში დაზარალებული მოსახლეობა სამშენებლო პროცესის პიკეტირებასა და აჭარის მთავრობის რეზიდენციასთან პერმანენტული აქციების გამართვას აპირებს.

თამაზ ქობულაძე