https://youtu.be/Z06LvXfGgnE
დღეს, 20 იანვარს აზერბაიჯანელი ხალხი 1990 წელს ბაქოსა და მის შემოგარენში საბჭოთა რეჟიმის მიერ სასტიკად დარბევისას დაღუპულ მშვიდობიან მომიტინგეთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. მოვლენასთან დაკავშირებით, გუშინ სასტუმრო „დივანში“ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს მხარდაჭრით ქალაქის საზოგადოებასთან ერთად აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ბათუმში რაშად ისმაილოვმა, საღამოს მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1990 წლის 20 იანვრის ბაქოს ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას, ითქვა, რომ ეს დღე თავისი ტრაგიკულობის მიუხედავად, აზერბაიჯანელი ხალხის თვითგამორკვევის დასაწყისიცაა, რამაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. დასასრულ შეხვედრის მონაწილეებმა ნახეს ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური ვიდეომასალა.