დღეს ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს შესასვლელში 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წლისთავის აღსანიშნავად ფოტოგამოფენა მოეწყო. 20 იანვარი აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში ჩაიწერა როგორც სისხლიანი იანვრის ტრაგედია. ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო მანქანის მიერ მიერ აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი ტერორისტული აქტი სამუდამო შავ ფურცლად დარჩება ცივილიზაციის ისტორიაში, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშული.
ეს მაშინ მოხდა, როცა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ საზოგადოება პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა და აზერბაიჯანელ ხალხთან მიმართებაში ყოფილი სსრკ-ს ლიდერების უსამართლო და მიკერძოებული პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა. მაშინ (1990 წლის 19 იანვარს), გვიან ღამით, საგანგებო მდგომარეობის გამოუცხადებლად, სსრკ-ს ხელმძღვანელობის, პირადად მ. გორბაჩოვის მითითებით 3500 საბჭოთა სამხედრო ჯარისკაცი ბაქოში შეიჭრა.
ტანკებმა და ჯავშანტრანსპორტიორემბა გაჟლიტეს და გაანადგურეს და ყველა და ყველაფერი. ადამიანებს ესროდნენ ქუჩებში, ტრანსპორტში, საკუთარ სახლებშიც კი. ისინი ცეცხლს უხსნიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებითაც დაჭრილები გადაჰყავდათ. 137 დაღუპული, 700 დაჭრილი, 800-ზე მეტი უკანონოდ დაპატიმრებული, უამრავი უგზო-უკვლოდ დაკარგული – ეს გახლავთ 1990 წლის „შავი იანვრის“ სტატისტიკა.
ტრაგედიიდან მეორე დღეს აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში და ღიად მიუთითა სისიხლიანი მოვლენების დამნაშავეებზე მიხეილ გორბაჩოვის მეთაურობით.
1990 წლის იანვრის სისხლიანმა ჟლეტამ ვერ ჩაახშო აზერბაიჯანელი ხალხის ნება და სურვილი ებრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის. საკუთარი ქვეყნის გმირმა შვილებმა, რომლებიც იმ ტრაგიკულ ღამეს დაიღუპნენ, ნათელი ფურცელი ჩაწერეს ქვეყნის ისტორიაში და სახელმწიფო ეროვნულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას დაუდეს სათავე.
ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილი-შაჰიდლერ ხიაბანია (წამებულთა ხეივანი), სადაც დაკრძალულია 20 იანვრის ტრაგედიის შედეგად დაღუპული გმირები, და ისინი, ვინც დაიღუპა სომხეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის აზერბაიჯანის თითოეული მოქალაქის მიერ წმინდანად აღიარებული ადგილი. ყოველწლიურად, 20 იანვარს ასობით ათასი ადამიანი ამ ადგილას სტუმრობს, რათა პატივი მიაგოს იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის.