1918 წლის 28 მაისს მუსულმანურ აღმოსავლეთში გამოცხადდა პირველი დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკა – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. მოქმედებდა რა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ახლადშექმნილმა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ღირსეულად გაართვა თავი აღებულ რთულ ისტორიულ ამოცანებს. აზერბაიჯანში სერიოზული ღონისძიებები განხორციელდა მშენებლობოს სფეროში. აზერბაიჯანის დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩამოყალიბდა პირველი პარლამენტი და მთავრობა, სახელმწიფო აპარატი, მართვის ინსიტუტები. განისაზღვრა ქვეყნის საზღვრები, მოკლე დროში შეიქმნა მაღალი ბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთები, შესრულდა მნიშვნელოვანი სამუშაოები ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულია სახელმწიფო დროშა, ჰიმნი და ღერბი, მშობლიური ენა გამოცხადდა სახელმწიფო ენად; განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა განათლების და კულტურის განვითარებას და გადაიდგა მიზანმიმართული ნაბიჯები სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, რომელთაც გააჩნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა მომავალში საზოგადოების, ეროვნული სახელმწიფოებრიობის მრავალმხრივი განვითარებისათვის. აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი არსებობის პირველივე დღეებიდანვე, სახალხო მმართველობის და ადამიანთა თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით ქვეყნის ყველა მოქალაქეს წარუდგინა თანაბარი უფლებები, გააუქმა რასობრივი, ეროვნული, რელიგიური და კლასობრივი უთანასწორობა. აზერბაიჯანში, პირველად აღმოსავლეთის ქვეყნებში და დიდი ხნით უფრო ადრე ვიდრე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ქალებს მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 1918 წლის 7 დეკემბერს გ.ზ. ტაგიევის ქალთა სკოლის შენობაში (ამჟამად შენობა, სადაც განთავსებულია მუჰამედ ფიზულის სახელობის ეროვნულ ხელნაწერთა ინსტიტუტი) შედგა აზერბაიჯანის პარლამენტის საზეიმო გახსნა. ეს იყო მთელ მუსულმანურ აღმოსავლეთში პირველი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ჩამოყალიბდა იმ დროისთვის ყველაზე პროგრესული, დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა მუდმივად ახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას, ისწრაფვის ყველა სახელმწიფოსთან ჰქონდეს ურთიერთთანამშრომლობა და დაამყაროს მათთან ურთიერთობები ერთმანეთის უფლებების პატივისცემის პრინციპების საფუძველზე. დემოკრატიული რესპუბლიკის საქმიანობის წყალობით აზერბაიჯანის საერთაშორისო სამართლის სუბიექტად გადაქცევამ ხელი შეუშალა მის გაქრობას მსოფლიოს პოლიტიკური რუქიდან, როგორც სახელმწიფოსი, 1920 წლის ბოლშევიკების მიერ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობას რთული განსაცდელი დაუდგა.