მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 29 წელი აზერბაიჯანელი ხალხის ტრაგედიიდან

29 წელი აზერბაიჯანელი ხალხის ტრაგედიიდან

615
0

29-ე წელი გავიდა აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში 1990 წლის სისხლიანი იანვრის სახელით შესული 20 იანვრის მოვლენებიდან.
ტერორიზმის მხეცური აქტი, რომელიც განხორციელდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო მანქანის მიერ აზერბაიჯანის ხალხის წინააღმდეგ, სულ მუდამ დარჩება ცივილიზაციის ისტორიაში შავ ფურცლად, როგორც ხხ საუკუნის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ერთ-ერთი საშინელი დანაშაული.
ეს მოხდა იმ დღეს, როდესაც საბჭოთა სამხედრო ფორმირებები შეიჭრნენ ბაქოში და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, რათა დაესაჯათ მოსახლეობა, რომელიც პროტესტის ნიშნად ქუჩაში გავიდა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობის წინააღმდეგ, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ლიდერების მხრიდანააზერბაიჯანელ ხალხთან მიმართებაში უსამართლო და მიკერძოებული პოლიტიკის წინააღმდეგ.
1990 წლის 19 იანვარს, გვიან ღამით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ბრძანებულებით საბჭოთა არმიის დიდი კონტინგენტი 35 ათასი ადამიანის ოდენობით, შეიჭრა ბაქოში.
ტანკები და ჯავშანტრანსპორტერები ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც კი გზაზე შეხვდებოდათ. ადამიანებს ესროდნენ ქუჩებში, ტყვიები ტრანსპორტსა და მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთარ სახლებშიც კი აღწევდა. ისინი ცეცხლს უხსნიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებსაც კი, რომელთაც დაჭრილები გადაჰყავდათ.
ამ ვანდალური აქტის შედეგად დაიღუპა 137 ადამიანი, დაახლოებით 700 კაცი დაიჭრა, 800 მოქალაქე კი უკანონოდ დააპატიმრეს, ასევე მრავალი ადამიანი ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად. აზერბაიჯანელი და არა მარტო აზერბაიჯანელი ხალხის მეხსიერებამ შემოინახა უმძიმესი მოგონებები იმ საშინელ ღამეზე და ღრმა სიძულვილი ამ სისხლიანი აქციის წამქეზებლებისადმი.
ამ საშინელი ტრაგედიის მეორე დღეს აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი, როგორც აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენელი, მოსკოვში გამოვიდა სიტყვით და მიუთითა სისხლიანი მოვლენების ორგანიზატორ დამნაშავეებზე. მან მოითხოვა აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ორგანიზატორების და ამ ვანდალური აქტის შემსრულებლების დასჯა.
1990 წლის იანვარში ტრაგიკულმა ხოცვა-ჟლეტამ ვერ გატეხა აზერბაიჯანელი ხალხი, ვერ შეანელა ეროვნული თავისუფლებისთვის მათი ბრძოლის სურვილი. მშობლიური ქვეყნის შვილებმა, რომლებიც იმ საშინელ ღამეს დაიღუპნენ, თავისი ქვეყნის ისტორიაში ახალი ნათელი ფურცელი ჩაწერეს და მათ დასაბამი მისცეს ბრძოლას ეროვნული თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა ყოველწლიურად ფართოდ აღნიშნავს 20 იანვრის ტრაგედიის დღეს, რომელიც, უკვდავყოფილია აზერბაიჯანელი ხალხის მეხსიერებაში, როგორც სახალხო გლოვის დღე.
ბაქოს ერთ-ერთი ამაღლებული ადგილი – შეხიდლერ ხიაბანი (წამებულთა ხეივანი), სადაც დაკრძალულნი არიან 20 იანვრის ტრაგედიას ზვარაკად შეწირული მოქალაქეები და ის გმირებიც, რომლებიც დაიღუპნენ სომხური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, არის წმინდა ადგილი თითოეული აზერბაიჯანელისთვის.
ყოველწლიურად, 20 იანვარს, ასეულობით ათასი ადამიანი ეწვევა ხოლმე ამ ადგილს და პატივს მიაგებს იმათ სულებს, ვინც მსვერპლად შესწირა თავისი სიცოცხლე სამშობლოს სუვერენიტეტს.
ყოველი ხალხის ისტორიაში არის ტრაგიკული მომენტებიც, ასევე გმირობის ფურცლებიც. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს ორი მომენტი ემთხვევა ერთმანეთს. აზერბაიჯანელმა ხალხმა 1990 წლის სისხლიანი იანვარი გადაიტანა, როგორც ტრაგედია, ასევე როგორც გმირობის ფურცელი. იმ საშინელმა ღამემ გამოსცადა აზერბაიჯანელი ხალხი. გამოვლინდნენ თვითონ ხალხში მომწიფებული გმირები, ასევე ნათელი გახდა მათ სათავეში მდგომთა ვინაობა.

20 იანვარი აზერბაიჯანის ისტორიაში არის არა მარტო ტრაგედია, არამედ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გზის პირველი მწვერვალი, ეროვნული თავისუფლების სურვილის გაღვიძების დღე. ეს არის საპატიო თარიღი, რომელმაც აამაღლა წლების მანძილზე საბჭოთა იმპერიის მონობაში მცხოვრები ხალხის თავისუფლების ხმა, წარმოაჩინა სიმამაცე საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. ეს თარიღი ასევე იყო მორიგი გამოცდა, რომელმაც დაამტკიცა, თუ ვინ რას წარმოადგენს.
20 იანვრის ტრაგედია ამავე დროს აზერბაიჯანის ისტორიაში ასახულია, როგორც ზოგადსაკაცობრიო ტრაგედია, ასევე დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის აზერბაიჯანელი ხალხის მიერ შექმნილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მწვერვალი. როგორც აღნიშნა ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა, ამ აგრესიამ აზერბაიჯანელ ხალხს მიაყენა დიდი მორალური დარტყმა და გამოიწვია დანაკარგები, მაგრამ ვერ გათელა მისი თავმოყვარეობა, ვერ გატეხა მისი სიამაყე და ახალ ფურცლად დაიწერა გმირობის მატიანეში.