მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 3 და 5 ნოემბერს მახინჯაური-ჩაქვის გვირაბებში მოძრაობა შეიზღუდება

3 და 5 ნოემბერს მახინჯაური-ჩაქვის გვირაბებში მოძრაობა შეიზღუდება

270
0

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსსაავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკიფოთისარფის საავტომობილო გზის 92 კმ მონაკვეთზე არსებულ ჩაქვიმახინჯაურის საავტომობილოგვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 3 ნოემბრის00:00სთდან 5 ნოემბრის 00:00სთმდე, გვირაბის ქობულეთიბათუმის, ხოლო 5 ნოემბრის00:00სთდან 7 ნოემბრის 00:00სთმდე, გვირაბის ბათუმიქობულეთის მიმართულებაზე ყველასახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციი , ქობულეთიბათუმის მიმართულებისჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმიქობულეთისმიმართულებაზე. ხოლო ბათუმიქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდშიავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთიბათუმის მიმართულებაზე.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართულიდროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალოზედამხედველობით და კოორდინაციით.