მთავარი სტატიები 31 დეკემბერი – მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე

31 დეკემბერი – მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე

495
0

დღეს მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ათასწლეულების განმავლობაში აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ საკუთარ ისტორიულ მიწაზე და თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. ომების, რევოლუციების, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სოციალურ-პოლიტიკური პროცესების შედეგად მოხდა აზერბაიჯანის ჩამოშლა, ზოგიერთი აზერბაიჯანელი გახდა საკუთარი სახლიდან დევნის ობიექტი, ზოგი დეპორტირებული, ისინი განათლების მიღებისა თუ შრომითი მოწყობის მიზნით იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სამშობლო. დღესდღეობით აზერბაიჯანელები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი. აზერბაიჯანის მკვიდრი მოსახლეობა დიდი ხნის მანძილზე მოკლებული იყო სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრისა და ურთიერთობის შესაძლებლობას. საბჭოთა სახელმწიფოს აკრძალვები ძმას – ძმასთან შეხვედრის უფლებასაც კი უზღუდავდა. 1980-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა რეჟიმმა შესუსტება იწყო, აზერბაიჯანელმა ხალხმა აქტიური ძალისხმევა გასწია საკუთარ თანამემამულეებთან ურთიერთობების დასამყარებლად.

მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე 1989 წლის დეკემბრის ბოლოდან, ნახჭევანში საბჭოთა კავშირი – ირანის საზღვრის მოშლის დროიდან იღებს სათავეს. სწორედ მაშინ მოიშალა სასაზღვრო ბოძები ჩრდილოეთ და სამხრეთ აზერბაიჯანს შორის. იმ დროს სტამბოლში თურქულენოვანი ერების კონფერენცია იმართებოდა, სადაც ასევე მიიღეს გადაწყვეტილება მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღის დაწესების შესახებ.

1991 წლის 16 დეკემბერს, ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი კრების თავმჯდომარემ ჰეიდარ ალიევმა მსოფლიო აზერბაიჯანელთა ერთიანობის უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით, 31 დეკემბერი მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღედ გამოაცხადა, მას შემდეგ თითოეული აზერბაიჯანელისათვის ძვირფასი ეს დღე ყოველწლიურად ფართო მასშტაბებით აღინიშნება.

ილჰამ ალიევი: – მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღის ძირითად იდეას წარმოადგენს ერთობა და მსოფლიო აზერბაიჯანელებს შორის სოლიდარობა, აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ხალხის სულიიერი და ეროვნული ფასეულობებისადმი პატივისცემა, აზერბაიჯანელი ხალხის კუთვნილებასთან დაკავშირებული გრძნობებო და იდეები, ისტორიული სამშობლოს სიყვარული.

   ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული პარვიზ ისმაილზადე აჭარაში მცხოვრებ თითოეულ აზერბაიჯანელს ულოცავს სოლიდარობის დღეს, უსურვებს მტკიცე ჯანმრთელობას, წარმატებებს. აზერბაიჯანელი ხალხის ერთობა ისტორიის მიერაა დამტკიცებული და ხელს უწყობს ხალხისა და ქვეყნის გაბრწყინებას. აზერბაიჯანელი ხალხი საკუთარ სოლიდარობას აჩვენებდა ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდებში, ეს საზეიმო დღე კი ძლიერებისა და ერთობის სიმბოლოა.