მთავარი სტატიები 31 მარტი – აზერბაიჯანელთა გენოციდის დღე… დაუვიწყარი ტრაგედია, წარუშლელი მოგონება

31 მარტი – აზერბაიჯანელთა გენოციდის დღე… დაუვიწყარი ტრაგედია, წარუშლელი მოგონება

14
0

1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში რთული პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა. ძალაუფლებისთვის ბრძოლამ, ეროვნულმა წინააღმდეგობებმა და უცხო ძალების გავლენამ რეგიონში დაძაბულობა გაზარდა. იმ დროს ბაქოში მთავრობა ბოლშევიკების კონტროლის ქვეშ იყო. ბოლშევიკების ხელმძღვანელობამ, სომხურ შეიარაღებულ ჯგუფებთან ერთად, შეიარაღებული თავდასხმები წამოიწყო ქალაქში მცხოვრები აზერბაიჯანული მოსახლეობის წინააღმდეგ.

იმ დღეებში, ბაქოში, ისევე როგორც ბაქოს გუბერნიის შემადგენლობაში შემავალ სხვა ქალაქებსა და რაიონებში, სწორედ მათი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების გამო, ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დასახლებები განადგურდა, კულტურული ძეგლები, მეჩეთები და სასაფლაოები მიწასთან გაასწორეს. შემდგომ პერიოდებში, სომეხმა ნაციონალისტებმა, რომლებიც კიდევ უფრო ფანატიკურად განწყობილნი გახდნენ, განაგრძეს არაადამიანური ქმედებები, ჩაატარეს მასობრივი მკვლელობები, ძარცვები და ეთნიკური წმენდა ყარაბაღში, ზანგეზურში, ნახიჩევანში, შირვანში, ირავანსა და სხვა რეგიონებში. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე სასტიკად მოკლეს ბაქოში, შამახიაი, გუბასა და სხვა რეგიონებში. შამახიში მომხდარი მოვლენები განსაკუთრებით მასშტაბური იყო – ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. გუბაში, მოგვიანებით აღმოჩენილ მასობრივ საფლავებზე დღემდეა ამ ტრაგედიის საშინელი კვალი.

ისტორიკოსების აზრით, ამ მოვლენების დროს ათიათასობით აზერბაიჯანელი დაიღუპა, ათასობით კი სამშობლოდან გადაასახლეს. მეჩეთები, სკოლები და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განადგურდა. ამ მოვლენების მიზანი რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანული მოსახლეობის დასუსტება და მათი საკუთარი მიწებიდან განდევნა იყო. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ შექმნა საგანგებო საგამოძიებო კომისია სომხების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოსაძიებლად და მიიღო მთელი რიგი ზომები, რათა კომისიის მიერ გამოვლენილი სიმართლე ხალხის მეხსიერებაში შეენარჩუნებინა და მსოფლიო საზოგადოება ინფორმირებულიყო. თუმცა, სახალხო რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, ეს პროცესი შეჩერდა, რამაც ხელი შეუშალა მომხდარის სრულად გამოძიებას და მისთვის შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიცემას. მრავალი წლის განმავლობაში ამ მოვლენებს არ მიეცა საჭირო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა აღიდგინა, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით. 80 წლის შემდეგ – 1998 წლის 26 მარტს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებამ „აზერბაიჯანელთა გენოციდის შესახებ“, რომელსაც ხელი მოაწერა ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა, ადეკვატური პოლიტიკური შეფასება მისცა ამ საშინელ მოვლენებს და 31 მარტი „აზერბაიჯანელთა გენოციდისდღედ“ გამოაცხადა.

ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული ჭეშმარიტების გამოვლენისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი კომუნიკაციის თვალსაზრისით.31 მარტის მოვლენები არა მხოლოდ აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში ტრაგედიაა, არამედ ეროვნული მეხსიერებისა და ერთიანობის სიმბოლოც. დღევანდელი დღე უდიდესი მნიშვნელობისაა როგორც ისტორიიდან გაკვეთილების გამოტანის, ასევე მომავალი თაობებისთვის სიმართლის გადაცემის თვალსაზრისით. აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს ივიწყებს ამ ტრაგედიის მსხვერპლებს და ყოველთვის პატივისცემით სცემს მათ ხსოვნას.

31 მარტი – აზერბაიჯანელების გენოციდის დღე მნიშვნელოვანი ხსოვნის დღეა, რომელიც ცოცხლად ინარჩუნებს აზერბაიჯანის ისტორიაში მომხდარი მძიმე ტრაგედიების ხსოვნას და ინარჩუნებს ხალხის ეროვნულ მეხსიერებას. ეს თარიღი ასევე ახსენებს მსოფლიო საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, სამართლიანობა და ადამიანის სიცოცხლის ღირებულება.

ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნა ყოველთვის იცოცხლებს და მათი ტკივილი არასოდეს დაივიწყება.