მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 32 წელი ხოჯალის გენოციდიდან…

32 წელი ხოჯალის გენოციდიდან…

491
0

ხოჯალის გენოციდი აზერბაიჯანის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და ტრაგიკული ფურცელი. აზერბაიჯანელი ხალხის საერთო სახალხო ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ხოჯალის გენოციდის 10 წლისთავთან დაკავშირებულ მიმართვაში აზერბაიჯანელი ხალხისადმი აღნიშნა, რომ „გენოციდის ეს დაუნდობელი აქტი კაცობრიობის ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი მასობრივი ტერორისტული აქტი.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ 200 წლის განმავლობაში აზერბაიჯანელი ხალხი მუდმივად განიცდიდა ეთნიკურ წმენდასა და გენოციდის პოლიტიკას სომეხი შოვინისტების მხრიდან. აზერბაიჯანელები იდევნებოდნენ საკუთარი ისტორიული მიწებიდან, ხდებოდნენ ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულები, რასაც თან ახლდა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა სომხების ხელით. საკუთარი ისტურიული მიწებიდან აზერბაიჯანელთა დევნა გრძელდებოდა საბჭოთა პერიოდშიც. 1948-1953 წ.წ. სომხეთიდან განხორციელდა 150 ათასი აზერბაიჯანელის დეპორტაცია, რომლებიც კურა-არაზის დაბლობში იყვნენ განლაგებულნი. 1988 წელს კი ამ ტერიტორიიდან გაყარეს საკუთარ მიწაზე მცხოვრები 250 ათასი აზერბაიჯანელი, ამგვარად სომხეთი გახდა მონოეთნიკური სახელმწიფო. 1988 წლიდან მთიანი ყარაბაღის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, სომეხი იდეოლოგების მცდელობამ განეხორციელებინათ ცხოვრებაში უაზრო იდეა სახელწოდებით „სომხეთი ზღვიდან ზღვამდე“ მიგვიყვანა სოფლებისა და ქალაქების ნგრევამდე, ათეულობით ათასი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილამდე, საკუთარი მიწიდან ასეულობით ათასი ადამიანის აყრამდე.
სომხეთის სახელმწიფო ყველა საერთაშორისო ნორმის უგულებელყოფით, დანაშაულისა და სიმხეცისათვის მზაობის დემონსტრირებით ცდილობს შეიერთოს მთიანი ყარაბაღი. ხხ საუკუნის ტრაგედიად აღიარებული ხოჯალის გენოციდი წარმოადგენს სომხების აგრესიული და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი. ხხ საუკუნის ბოლოს დატრიალებული ეს ტრაგედია არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული არა მარტო აზერბაიჯანელი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ. ხოჯალის გენოციდი დგას ისეთი საშინელი ტრაგედიების რიგში, როგორებიცაა ხატინი, ჰიროსიმა, ნაგასაკი და სონგმი.


რა მიზნები ამოძრავებდათ სომხებს, როცა თავიანთ სამიზნედ ქალაქი ხოჯალი აირჩიეს? თუ ერთის მხრივ მიზანი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ყარაბაღის მთიანი ნაწილის განადგურება იყო, მეორეს მხრივ სომხებს უბრალოდ სურდათ მთლიანად გაენადგურებინათ ხოჯალი – უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე, ხალხის ისტორიული და კულტურული ტრადიციების ამსახველი დასახლება.
ეს განსაკუთრებული კულტურა ისტორიაში შევიდა, როგორც ხოჯალი-გედაბეკის კულტურა. კრომლეხი, დოლმენი, ყორღანი და ხოჯალის სხვა ძეგლები, ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, წარმოადგენენ ადამიანური საზოგადოების განვითარების დინამიკის ამსახველ კულტურის ნიმუშებს.
სომხური ოკუპაციის შემდეგ კულტურის ყველა ამ ძეგლის, მათ შორის ტექნიკის მეშვეობით ერთ-ერთ უძველეს სამარხად აღიარებული ხოჯალის სასაფლაოს განადგურება, სომხური ვანდალიზმის ნათელი მაგალითია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო კულტურის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის აქტს.
1992 წლის 26 თებერვალს სომხურმა სამხედრო დანაყოფებმა 7 ათასი ადამიანით დასახლებულ ქალაქ ხოჯალიში განახორციელეს გენოციდის აქტი. ქალაქზე სამხედრო თავდასხმის დროს, ადგილზე მხოლოდ სამი ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, დანარჩენები ქალაქის 4 თვეზე მეტხნიანი ბლოკადის გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური კერა.

ხოჯალის გენოციდის დროს მოკლულია 613 ადამიანი, ტყვიებისაგან მიღებული ჭრილობების შედეგად სხვადასხვა ასაკის 1000 მშვიდობიანი მოქალაქე დაინვალიდდა. მოიკლა 106 ქალი, 63 მცირეწლოვანი ბავშვი, 70 მოხუცი, 8 ოჯახი განადგურდა მთლიანად, 25-მა ბავშმა დაკარგა ორთავე მშობელი, 130-მა – ერთ-ერთი მშობელი. ტრაგედიის ღამეს 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს, 150 ადამიანის ბედი კი დღემდე უცნობია.
ეს ყველაფერი სომეხმა სამხედროებმა განახორციელეს წარმოუდგენელი სისასტიკითა და დაუნდობელი მოქმედებით. თავდასხმაში ასევე მონაწილეობდნენ 366-ე პოლკის მეორე ბატალიონი მაიორ სეირან მიშეგის-ძე ოგანიანის მეთაურობით (ამჟამად სეირან ოგანიანი მთიანი ყარაბაღის უკანონო რეჟიმის „თავდაცვის მინისტრია“), მე-3 ბატალიონი ევგენი ნაბოკიხინის მეთაურობით, პირველი ბატალიონის შტაბის უფროსი ვალერი ისას-ძე ჩიტჩიანი და სომხური პოლკის 50-ზე ოფიცერი თუ პროპორშჩიკი. (ხოჯალის ოკუპაციის ძიების საქმის მასალებიდან).
თავის საშველად გაქცეული მოსახლეობის ნაწილი მოკლულია წინასწარი ჩასაფრებით. რუსეთის სამართლებრივი დაცვის ცენტრ „მემორიალ“-ის ინფორმაციით, 4 დღის განმავლობაში აგდამში ხოჯალიდან 200 ცხედარი გადაასვენეს, დაფიქსირდა ათეულობით ცხედარზე ძალადობის ფაქტებიც. აგდამში 181 ცხედარმა (130 მამაკაცი და 51 ქალი, მათ შორის ბავშვები) გაიარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დროსაც დადგინდა, რომ 151 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ტყვიით მიყენებული ჭრილობები იყო, 20 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ნამსხვრევები, ხოლო 10 ადამიანი დაღუპული იყო ბლაგვი საგნის ჩარტყმით. სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ აგრეთვე დაფიქსირებულია ცოცხალ ადამიანთა სკალპირების ფაქტებიც.

https://adjaraps.com/wp-content/uploads/2022/02/ხოჯალი-საიტისთვის.mp4

ხოჯალის გენოციდის ეპიზოდებს ადამიანები საშინელებამდე მივყავართ. ხოჯალის მკვიდრი ქალბატონი – ანტიგა ცოცხლად დაწვეს იმის გამო, რომ მან არ შეასრულა სომეხი სამხედროების მოთხოვნა გაემეორებინა სიტყვები: „ეს მიწები დიდი სომხეთის ნაწილია“. მეორე ხოჯალელი სარია თალიბოვა ყვება, რომ სომეხის საფლავზე 4 თურქ მესხსსა და 3 აზერბაიჯანელს თავები დააჭრეს. შემდეგ ორ აზერბაიჯანელს თვალები დათხარეს.
სომხები შეურაცხყოფდნენ ცოცხლადგადარჩენილ ადამიანებსაც. იღებდნენ სკალპებს, აჭრიდნენ თავებსა და სხეულის სხვა ნაწილებს, ბავშვებს თხრიდნენ თვალებს, ორსულ ქალებს უფატრავდნენ მუცლებს. ხოჯალიზე თავდასხმის დროს გამოყენებული იყო აკრძალული 5,45 კალიბრის პატრონები და ქიმიური იარაღი. ყველაფერი ეს მიუთითებს სომხეთის მიერ ჟენევის კონვენციის ოქმების დარღვევასა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებაზე.
განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელებულმა ხოჯალის გენოციდმა საშინელების განცდამდე მიიყვანა რუსი, ქართველი, ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი, ამერიკელი და სხვა ქვეყნების მოქალაქე ჟურნალისტები თუ პუბლიცისტები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისადმი ხოჯალიდან დევნილთა მიმართვაში ნათქვამია: „ათ წელზე მეტია, რაც ჩვენ, დევნილებად ქცეული ხოჯალელები, გულისტკივილით და ამავდროულად დიდი იმედით მივმართავთ მშვიდობისმოყვარე ერებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. ჩვენ გთხოვთ თქვენ, ნუ დარჩებით გულგრილნი უბედურებისადმი, რომელიც სომხური სამხედრო აგრესიის შედეგად დაგვატყდა თავს.
ჩვენ გვჯერა, რომ ისეთი ავტორიტეტული მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა გაერო, ევროსაბჭო, ეუთო, მშვიდობისმოყვარე ქვეყნები მიიღებენ ზომებს აგრესიასთან მიმართებაში და ისეთი სახელმწიფოს თვითნებობის წინააღმდეგ, როგორიც სომხეთია.

მსოფლიოში მიღებული საერთაშორისო კონვენციები, მსოფლიო კანონები სჯიან ხოჯალის ტრაგედიის მსგავს გენოციდის აქტებს, აცხადებენ მისი დაუშვებლობის შესახებ. აზერბაიჯან ხალხს სრული უფლება აქვს, 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციის „გენოციდის დანაშაულის დასჯა და გაფრთხილების“ საფუძველზე აღძრას საქმე სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. მსოფლიომ უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომ ეს დანაშაული მიმართულია არა მხოლოდ აზერბაიჯანელი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ. დღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც იჭერენ უმაღლეს თანამდებობებს სომხეთში, სეირან ოგანიანმა, სერჟ სარქისიანმა, ასევე რობერტ კოჩარიანმა და სხვებმა, როგორც მომხდარ გენოციდში ბრალდებულებმა, პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.“
დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური აგრესია უნდა შეფასდეს მსოფლიო საზოგადოების მიერ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებმა საერთაშორისო პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ ხოჯალის გენოციდს, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის რესპუბლიკის მიერ განხორციელებულ ჭეშმარიტ გენოციდს.

ხოჯალის ტრაგედიის მსხვერპლთა პატივსაცემი ძეგლები აღმართულია ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქში, ხოლო სისხლიანი მოვლენების მოსაგონებლად დაწესდა გლოვის დღე, რომელიც აზერბაიჯანში ყოველი წლის 26 თებერვალს აღინიშნება.