მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 33 წელი აზერბაიჯანელთა სისხლიანი ტრაგედიიდან

33 წელი აზერბაიჯანელთა სისხლიანი ტრაგედიიდან

211
0

აზერბაიჯანში მომხდარი 1990 წლის 20 იანვრის  სისხლიანი მოვლენიდან 33 წელი სრულდება. 20 იანვრის ტრაგედია აზერბაიჯანში ყოველწლიურად ფართოდ აღინიშნება, როგორც გლოვის ეროვნული დღე. სწორედ ეს დღე განაპირობებს აზერბაიჯანელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის.

საბჭოთა კავშირში ხანგრძლივი სტაგნაციის პერიოდი თანდათან შეიცვალა ეკონომიკური კრიზისით. ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პრაქტიკული ზომების მიუღებლობამ და სხვა ნეგატიურმა გარემოებებმა გაზარდა სამართლიანი უკმაყოფილება. მეორეს მხრივ, სომხეთის ტერიტორიულმა პრეტენზიებმა აზერბაიჯანის მიმართ გაამწვავა ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა. ჩამოთვლილი ფაქტორების ფონზე მან შექმნა საფუძველი აზერბაიჯანელი ხალხის დამოუკიდებლობის სურვილის რეალიზებისთვის.

ამრიგად, ერთი მხრივ, აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინება, მეორე მხრივ, ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამწვავებამ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას საბაბი მისცა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების პირობები შექმნა.

1990 წლის 19 იანვრის ღამეს საბჭოთა ჯარები შევიდნენ ბაქოში და ესროდნენ მძიმე ტექნიკიდან და სხვადასხვა სახის იარაღით მომიტინგე მშვიდობიან მოსახლეობას. საბჭოთა ჯარისკაცებმა იმ ღამეს ბაქოს სხვადასხვა რაიონში 121 ადამიანი მოკლეს, 700-ზე მეტი მოქალაქე კი დაშავდა. ამ პერიოდში სულ 147 ადამიანი დაიღუპა, 700 დაშავებულიდან 25 ქალი იყო, 20 კი ბავშვი.

იმ დღეებში ნაციონალურმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა საფრთხეში ჩააგდო საკუთარი თავისა და ოჯახის წევრთა სიცოცხლე, მივიდა აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში მოსკოვში, მკაცრად დაგმო აზერბაიჯანში კომუნისტური პარტიის რეჟიმის მიერ განხორციელებული სისხლიანი ქმედება, გამოხატა პროტესტი აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიმართ და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა. დიდმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა გაიზიარა იმ დღეებში აზერბაიჯანელი ხალხის მწუხარება და 20 იანვრის სისხლიან ინცინდენტს პირველი რეალური პოლიტიკური შეფასება მისცა.

მოგვიანებით, დიდი ლიდერის ჰეიდარ ალიევის ინიციატივით, რომელიც ხალხის მოთხოვნით მეორედ დაბრუნდა პოლიტიკურ ხელისუფლებაში, 20 იანვრის მოწამეთა ხსოვნის პატივსაცემად მოწამეთა ხეივანში „მარადიული ჩირაღდანი“ – ძეგლ-კომპლექსი დაიდგა. ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ 2000 წლის 17 იანვარს ხელმოწერილი ბრძანებულებით, 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიენიჭათ „20 იანვრის მოწამის“ საპატიო წოდება.

ამ პოლიტიკას დღესაც წარმატებით აგრძელებს ეროვნული ლიდერის ღირსეული მიმდევარი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს 20 იანვარს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების წუხილზე. სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებებით, 20 იანვრის მოვლენების დროს დაინვალიდებულთა და დაღუპულთა ოჯახებისთვის პენსიების გაზრდა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება საზოგადოების მხრიდან ამ ყურადღებისა და ზრუნვის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

1990 წლის სისხლიანი იანვრის მოვლენების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაუნდობელი მკვლელობა /რომლებმაც ხმა აიმაღლეს საბჭოთა ჯარების მიერ უსამართლობის წინააღმდეგ/, არის დანაშაული ჩადენილი არა მხოლოდ აზერბაიჯანელი ხალხის, არამედ უნივერსალური ღირებულებებისა და ჰუმანიზმის წინააღმდეგ.

რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს 1990 წლის იანვრის ხოცვა-ჟლეტა, მან ვერ შეცვალა აზერბაიჯანელი ხალხის ნება და ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის გადაწყვეტილება. პირიქით, ხალხი უფრო მტკიცე გახდა და მტერს პირდაპირ თვალებში უყურებდა. იმ საშინელ ღამეს დაღუპულმა სამშობლოსათვის თავდადებულმა ვაჟებმა და ქალიშვილებმა ნათელი ფურცელი დაწერეს აზერბაიჯანის ისტორიაში, გზა გაუხსნეს ხალხის ეროვნულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ამიტომ 20 იანვრის ტრაგედია აზერბაიჯანელი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.

20 იანვრის სისხლიანი მოვლენების 31-ე წლისთავის წინა დღეს, უზენაესი მთავარსარდლის ბატონი ილჰამ ალიევის მიზანმიმართული პოლიტიკისა და მონდომების შედეგად, აზერბაიჯანელი ხალხის ერთიანობისა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მამაცობის შედეგად აზერბაიჯანელთა მშობლიური მიწა, რომელიც თითქმის 30 წელი იყო დაკარგული, განთავისუფლდა. 44-დღიანი სამამულო ომის დროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგა გმირი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სისხლის ფასად, რომლებმაც მტერი ფრონტის ყველა მიმართულებით დაამარცხეს. აზერბაიჯანელი ხალხის გმირული ტრადიციებისადმი ერთგულების დემონსტრირების გარდა, ქვეყნის მთლიანობას შეწირულმა გმირებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქვეყნის თითოეული მოქალაქე მზადაა შეეწიროს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აზერბაიჯანელი ხალხი ყოველწლიურად აღნიშნავს 20 იანვრის ტრაგედიას, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მათ სისხლიან მეხსიერებაში, ღრმა პატივისცემით იხსენებს თავისი გმირი შვილების ძვირფას ხსოვნას და არასდროს დაივიწყებს ამ ტრაგედიას.

ღმერთმა შეიწყალოს ყველა მოწამეს!