საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დასრულდა იმ ოჯახების დოკუმენტაციის შესწავლა, რომელთაც სახელმწიფო 20 ათასი ლარის ფარგლებში საცხოვრებელ ფართს შეუძენს. მიღებული 800 განაცხადიდან სამინისტრომ 35 ოჯახი შეარჩია, მათ შორის 18 აჭარის რეგიონიდანაა. ამჟამად სიაში მოხვედრილი ოჯახების საბუთების ვიზუალური დამოწმება მიმდინარეობს. პროცედურების გავლის შემდეგ, იმ ოჯახებს, რომელთაც ყველა საჭირო ფორმალობა მოგვარებული ექნებათ, შეუძლიათ 20 ათასი ლარის ფარგლებში მოიძიონ საცხოვრებელი ფართი, რომელსაც სახელმწიფო შეუძენს. ოჯახებს საშუალება ეძლევათ საკუთრი დანაზოგის არსებობის შემთხვევაში თანადაფინანსებითაც ისარგებლონ.