მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა 4 ფერმერს ხელოვნური განაყოფიერების ექსპერტის წოდება მიენიჭა

4 ფერმერს ხელოვნური განაყოფიერების ექსპერტის წოდება მიენიჭა

319
0

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძემ 4 ფერმერ-ვეტერინარს სერტიფიკატები გადასცა. ფერმერმა-ვეტერინარმებმა სლოვაკეთში ორკვირიანი სასწავლო კურსი ხელოვნური განაყოფიერების თემაზე გაიარეს.
მსგავსი გადამზადების კურსები რეგიონში მესაქონლეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სპეციალისტების რაოდენობა ამ მიმართულებით მცირეა, განსაკუთრებით კერძო სექტორში. მომავალ წელს სამინისტრო გეგმავს კერძო სექტორიდან შეისყიდოს აღნიშნული მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერ-ვეტერინარებში პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების მიმართ ინტერესის გაზდას.
ფირუზ ძირკვაძეს, რობინზონ წულუკიძეს, ზურაბ ბოლქვაძეს და მარიამ კალანდაძეს ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიის ექსპერტის წოდება მიენიჭა.
სასწავლო კურსი დაფინანსდა სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს პროექტის:“საქართველოს მიუვალ მთიან მხარეებში აგრო განვითარების ხელშეწყობა, მესაქონლეობის პროდუქტიულობისა და წარმოების ზრდით“ ფარგლებში.
კურსი მოიცავდა ინსემინაციის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, ვიდეო გაკვეთილებს, საქონლის დამაკების დიაგნოსტიკას, ვეტერინარულ ქირურგიასა და ფარმაციას, სონოგრაფიის აპარატის გამოყენებას.
პროექტის მონაწილეები ასევე გაეცნენ: სლოვაკეთის მეცხოველეობის დარგის სიახლეებს, მოინახულეს ჰოლშტეინის, პინზგაუერის, შოტლანდიური ჯიშის საქონლის ფერმები, სადაც დანერგილი იყო ელექტრონული პროგრამა, რითაც ხდებოდა საქონლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მაკეობის პერიოდისა და პროდუქტიულობის მონაცემების.
მინისტრის მოადგილემ ასევე მოინახულა მსხვილფეხა პირუტყვის ფერმა „ხარ-ფური“. ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა რძის გადამუშავების საწარმო, სადაც იმერულ და სულგუნი ყველი დამზადდება.