მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 4 მილიონით დაფინანსებულ საწარმოში 120 კაცი დასაქმდა

4 მილიონით დაფინანსებულ საწარმოში 120 კაცი დასაქმდა

230
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ახალი საწარმოს საქმიანობას გაეცნო. საწარმო წებოვან ცემენტს, თუნუქის სახურავებს, ლურსმნებს, მავთულს, საფასადე და მოსაპირკეთებელ მასალებს, წყლისა და საკანალიზაციო მილებს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს და სხვა პროდუქციას აწარმოებს. ახალი საწარმო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. ინვესტორმა 4 მლნ. ლარი დაფინანსება მიიღო და ხელშეკრულების მიხედვით 7695 კვ.მ ტერიტორიაზე საწარმო მოაწყო. ამ ეტაპზე უკვე 2 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მხოლოდ 2017 წელს დამატებით დაახლოებით 1 მლნ.დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. დღეისათვის საწარმოში 120 მოქალაქეა დასაქმებული და კომპანიის განცხადებით სამომავლოდ კიდევ 50 დაემატება. შპს „დარ კაპიტალი“ პროდუქციის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში გეგმავს. მთავრობის წევრებს საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია შპს „დარკაპიტალის“ დირექტორმა ზურაბ დარჩიძემ გააცნო.