აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შპს „საქართველოს რკინიგზა“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. დღესასწაულებზე მგზავრთა ნაკადის მატებასთან დაკავშირებით ამ დრომდე შეჩერებული ღამის ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა რამდენიმე დღით აღდგება. მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ლუწ რიცხვებში 01:10 საათზე გამოვა, ხოლო მახინჯაურიდან თბილისის მიმართულებით კენტ რიცხვებში 01:45 საათზე გაემგზავრება. საქართველოს რკინიგზის ცხელი ხაზის ნომერია 1331.