დღეს ბათუმის დემოკრატიულიო ჩართულობის ცენტრში ბოტანიკურ ბაღში დაგეგმილი ახალი პროექტების და ფასების ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2018 წელს უცხოელი და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ბილეთის ფასი დიფერენცირებული იქნება. უცხოელი ტურისტებისათვის ბოტანიკურ ბაღში შესვლა 8 ლარის ნაცვლად 15 ლარი იქნება, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისათვის ფასი შენარჩუნდება და კვლავ 8 ლარი იქნება.
მიმდინარე წელს ბოტანიკურ ბაღში ბევრი სიახლეა დაგეგმილი, მათ შორის 13 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება, სადაც იქნება საპიკნიკე, საკემპინგე ადგილები, ასევე საბავშვო კუთხე და ბულვარი.
ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკურმა ბაღმა გასულ წელს 296 279 ათასი ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წლებთან შედარებით 40 პროცენტით მეტია.