მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 5 წლის გიორგის ჩვენი დახმარება ესაჭიროება

5 წლის გიორგის ჩვენი დახმარება ესაჭიროება

399
0

მის ბავშვურ ოცნებებში, ახალი წელი ჯერ კიდევ ზღაპრულ სამყაროსთან, ჯადოსნურ ღამესთანდა თოვლის პაპასთან ასოცირდება. მოთმინებით ელოდება 31 დეკემბრის ღამეს. სჯერა, თოვლის პაპა თუ არ მივა, საჩუქარს მაინც გაუგზავნის. მანამდე კი უნდა გადარჩეს. რომ იარსებოს, ჟანგბადის აპარატი ჰაერივით სჭირდება.

5 წლის გიორგი ბერიშვილმა სიმსივნე და კორონავირუსი ერთად დაამარცხა. ვირუსმა ჰაერის უკმარისობა დაუტოვა და ახლა ის ჟანგბადის აპარატს საჭიროებს. ექიმების თქმით, ერთი წელიასე უნდა იცხოვროს.

ახლა, კლინიკიდან ნაქირავები აპარატით სარგებლობს. მისი მშობლები 10 დღეში ერთხელ 150 ლარს იხდიან. ოჯახი სოციალურად დაუცველია, თანხის გადახდის საშუალება კი არ აქვთ.

გიორგის ორი უმცროსი დედმამიშვილი ჰყავს. იმის გამო, რომ რაჭაში სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებს, ამჟამად ბებიასთან, ჩოხატაურში იმყოფება. ოჯახმაყველა უწყებას მიმართა დახმარებისთვის თუმცა პასუხი ჯერ არსაიდან ჩანს. გიორგის დედისთქმით, ჟანგბადის აპარატის შეძენა 2 500 ლარად არის შესაძლებელი, თუმცა იმის გამო, რომსაშუალება არ აქვთ, მის ყიდვას ვერ ახერხებენ.

გიორგი, ოთხი წლის ხდებოდა როცა ხან რა აიტკივა და ხან რა. იაშვილის კლინიკაში თავზეკატე გადავუღეთ და დადგინდა, რომ კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მაშინვე გაუკეთეთ ოპერაცია. რამდენიმე თვის წინაც გავუკეთეთ განმეორებითი ანალიზები და კარგი პასუხები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ გიორგიმ სიმსივნე დაამარცხა. ცოტა ხნის წინ კორონავირუსი შეხვდა, ამის გამო კლინიკაში მოგვიწია ყოფნა, ისიც დაამარცხა, მაგრამ ახლა მუდმივად საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას.

ამჟამად აპარატზეა დამოკიდებული, რომელიც ნაქირავები გვაქვს, ყოველ 10 დღეში ერთხელ150 ლარის გადახდა გვიწევს. გავიკითხეთ და გვითხრეს, რომ 2 500 ლარი ჯდება მისი შეძენა. ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ და მის შეძენას ვერ შევძლებთ. ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გიორგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აპარატის შეძენაში დაგვეხმარებიან. მინდა, რომ გიორგის და ჩემს დანარჩენ ორ შვილსაც ჰქონდეთ ნამდვილი, ბავშვური ახალი წელი.“- ამბობს, ბავშვის დედ