ბათუმის მე-6 სარჩევნო უბანში ბიულეტენები დაიკარგა, როგორც გოჩა გუგუნავა აცხადებს, უბანზე საჩივარიც დაიწერა და კომისიას გადაეცა.
-„ბათუმის მე-6 საარჩევნო უბანში დაიკარგა სამი ბიულეტენი, როგორც მერის,ისე მაჟორიტარისა და პროპორციულის ბიულეტენები, თვისთავად დაიწერა საჩივარი და გადაეცა ცესკოს, აქედან გამომდინარე, ვიტყვით, რომ ძალიან მოუმზადებელნი არიან კომისიის წევრები და არ იციან რას აკეთებენ, ბიულეტენები ალბათ გაცემისას გადაყვათ ან რაღაც მოხდა… სად დაეკარგათ არვიცი”- აცხადებს დამკვირვებელი გოჩა გუგუნავა.