მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება 9 მაისი „ღირსეულ სიბერეში“

9 მაისი „ღირსეულ სიბერეში“

257
0

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი ფართოდ აღინიშნა დღეს ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ მიერ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ხანდაზმულთა რესურსცენტრი“ ფარგლებში. დიდი სამამულო ომის ვეტერანი, 90 წლის ექიმი ქალბატონი ტატიანა სირაძე, როგორც ასოციაციის დამფუძნებელი, დღევანდელი ზეიმის მთავარი მასპინძელი გახლდათ, მასთან ერთად კიდევ ორი ვეტერანი ს. წულუკიძე და გ. ყუფარაძე დამსწრე საზოგადოებას ომის მძიმე წლებსა და ქართველ მეომართა თავდადებაზე ესაუბრნენ, ვეტერანებს მიესალმნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარემ ანზორ თხილაიშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ, საკრებულოს წევრმა ნათია თხილაიშვილმა, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა ხათუნა მამასახლისმა, იურისტმა როსტომ გუნთაიშვილმა, უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ, ჟურნალისტებმა ჯემალ მეგრელიძემ და ნუგზარ ჟორდანიამ, ასოციაციის ბენეფიციარებმა ნათელა ჟღენტმა და ნუნუ ბერიშვილმა. საღამო მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს კულტურის ცენტრის ახალგაზრდული განყოფილების აღსაზრდელებმა, ვეტერანებს გამგეობისგან ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.