მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტმა – ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა – ნიკა გვარამია შეიწყალა

414
0

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმამთავარი არხისდირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.

პრეზიდენტმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მინდა, საზოგადოებას გავაცნო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. დღეს მოვაწერეხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე მასშემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნაგანმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ბრიუსელში, ევროპარლამენტში ვთქვი, რომასეთი გადაწყვეტილება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და არექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, თუ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა