ხელისუფლება სპექტაკლებს დგამს და საჯარო მოხელეებს დაატარებს მადლობების სათქმელად, მეც მაქვს მადლობების სერია და იყოს აქ მაინც
ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელ ,,facebook”ზე
ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია ,,ლელოდან” ვაჟა დარჩია წერს.
,,აჭარა პს” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
,,მადლობა იმისთვის, რომ ბათუმში სამარშუტო ტაქსის ფასი საკრებულომ 50 თეთრიდაამტკიცა და 70ს ვიხდით. მადლობა იმისთვის, რომ ბულვარში 4 სართულიანი სასტუმრო შენდებოდა და უცებ19 სართული გახდა
მადლობა იმისთვის, რომ ნაძვის ხეში მილიონ ლარს ვიხდით, მაგრამ მაინცქობულეთის 150 ათას ლარიანი ნაძვის ხე ჯობია
მადლობა კუნძულისთვის
მადლობა იმისთვის, რომ რუსები სალიბაურში სოფელს აშენებენ
მადლობა იმისთვის, რომ ბათუმში ქართულ ენაზე მეტად რუსული გვესმის
მადლობა იმისთვის, რომ წარწერებზე ყველის მაგივრად სირი წერია.
მადლობა იმისთვის, რომ გენგეგმაში მილიონებს ვიხდით, მაგრამ მიღებამდეამნისტიის კანონპროექტს ვიღებთ და ამ გზით ვაკანონებთ უკანონო მშენებლობებს
მადლობა იმისთვის, რომ საკრებულოში 19-16 ზე პროპორცია ოპოზიციის სასარგებლოდ, დღეს 18-17ზე ოცნების სასარგებლოდ იქცა
მადლობა იმისთვის, რომ კვირაში 300მდე პირდაპირი ფრენა სრულდება რუსეთიდან
მადლობა იმისთვის, რომ ტრიოს ლიდერები ვიყავით და დღეს გაუგებარ პერსპექტივას ველოდებით კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით
მადლობა იმისთვის, რომ რუსული კანონის გაპროტესტებისთვის ტყვიებს გვესვრით
მადლობა იმისთვის, რომ ბანაკებში უვარდებით ახალგაზრდებს
მადლობა იმისთვის, რომ ინსტიტუციურად თანამშრომლობთ ალტ ინფოსთან
მადლობა იმისთვის, რომ ბელგიელი ხედავს საფრთეს საქართველოში და რუსი ელარჯს წელავს…
მოკლედ, მადლობების დაუსრულებელი წრეა, მაგრამ ამ ეტაპზე ამ მადლობებით შემოვიფარგლები მადლობა, იმისთვის, რომ მშვიდობის ფასი მაინც არაფერია“-წერს ვაჟა დარჩია.