არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა” 21-30 ნოემბერს, Erasmus+ ის დაფინანსებით, ქობულეთში განახორციელა პროექტი “Let’s Get Digital“, რომელშიც მონაწილეობდა 36 ახალგაზრდა 6 ქვეყნიდან: საქართველო, ესპანეთი, ბელგია, საბერძნეთი, სომხეთი და ლიეტუვა. პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდების ციფრული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენდა.
ახალგაზრდა მონაწილეები 10 დღის განმავლობაში ჩართული იყვნენ მრავალფეროვან არაფორმალურ აქტივობებში, რაც მათ სხვადასხვა უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარა, როგორიცაა ციფრული, ლიდერული, თავდაჯერებულობა და კრეატიული უნარ-ჩვევები.
პროექტის ფარგლებში, 28 ნოემბერს, სსიპ კოლეჯ “ახალ ტალღასა” და “საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის” თანამშრომლობით, პროექტის მონაწილეები ესტუმრნენ კოლეჯ “ახალ ტალღას”. ვიზიტის ფარგლებში, მათ ჩაატარეს სხვადასხვა არაფორმალური აქტივობები კოლეჯის სტუდენტებისთვის. აქტივობები იყო განსხვავებული და საინტერესო, შეეხებოდა, როგორც სოციალურ ჩართულობასა და სპორტს-ჯანსაღი წესით ცხოვრებას, ასევე ციფრულ მედიას და ჯგუფური მუშაობის ტექნიკებს და უნარებს. ამ აქტივობებით, ადგილობრივ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ცოდნა, ასევე გაცნობოდნენ ახალ კულტურებს და გაეცვალათ იდეები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან.
საერთო ჯამში ვიზიტი წარმატებული გამოვიდა, უკუკავშირი იყო საკმაოდ პოზიტიური, როგორც კოლეჯის მოსწავლეების, ასევე საერთაშიროსო გაცვლითი პროექტის მონაწილეების მხრიდან.
#Erasmusplus #youthexchange #letsgetdigital #JINT #ERASMUSMUNDUSSTUDENTSANDALUMNIASSOCIATION #YCG #YouthCenterofGeorgia #VsIuMunthu #PatrasYouthClub #Creativeyouth #SonrieaEuropa