მთავარი სხვადასხვა ბათუმში „VOX“-ის შენობიდან ბავშვი გადმოვარდა

ბათუმში „VOX“-ის შენობიდან ბავშვი გადმოვარდა

390
0

გუშინ, დაახლოებით 20:25 საათზე, ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობის წრიულთან, კობალაძის ქუჩაზე მდებარე მაღლივი კორპუსის (რესტორან „VOX“-ის შენობა) მეათე სართულიდან სამი წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ ბავშვის ოჯახი ამ სახლში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. რამ გამოიწვია მისი გადმოვარდნა, უცნობია. მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.