მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში კიდევ ერთი ცათამბჯენი აშენდება

ბათუმში კიდევ ერთი ცათამბჯენი აშენდება

269
0

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 38 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“ აშენდება– მშენებლობას საძირკველი დღეს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა.

მთავრობის მეთაურმა „ორბი ჯგუფს“ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, გააკეთებს ყველაფერს, რათა ბიზნესგარემო იყოს კიდევ უფრო ხელსაყრელი, საიმედო და საინტერესო საიმისოდ, რომ ქვეყანაში განხორციელდეს მსგავსი პროექტები.

ირაკლი ღარიბაშვილმა დამსწრეთ პროექტის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო ორ წელიწადში გაიხსნება.

ჟურნალისტებთან პრემიერ–მინისტრმა აჭარის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, 3 წლის განმავლობაში რეგიონში აშენდა 20 ახალი სასტუმრო, მათგან მიმდინარე წელს 4 ახალი სასტუმრო გაიხსნა.