მთავარი სხვადასხვა ცნობიერების ამაღლება სპორტის საშუალებით

ცნობიერების ამაღლება სპორტის საშუალებით

9
0

„ერასმუს +“-ის მხარდაჭერით, „საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა“ 3-12 ნოემბერს განახორციელა საერთაშორისო გაცვლითი პროექტი “S.P.O.R.T”. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო 6 ქვეყნის წარმომადგენლებმა ლატვიიდან, საქართველოდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, უნგრეთიდან და ლიეტუვიდან.

პროექტი მიზნად ისახავდა ტოლერანტობაზე, პატივისცემასა და კულტურულ მრაფალფეროვნებაზე ცნობიერების ამაღლებას სპორტის საშუალებით. პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ლიდერობა, გუნდური მუშაობა, ეფექტური კომუნიკაცია და კულტურული მრავალფეროვნება.

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემუშავათ სხვადასხვა გუნდში – როლური თამაშის საშუალებით აღმოეჩინათ რა გავლენას ახდენს სტერეოტიპები ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს ქცევებსა და კომუნიკაციაზე.
ტრადიციული სპორტული თამაშების გაზიარებით მონაწილეები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს თავიანთი კულტურითა და განსხვავებებით, გააანალიზეს პატივისცემისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობა.

პროექტის მთავარ აქტივობად მონაწილეებმა შექმნეს სპორტული ფესტივალი, მოამზადეს პოსტერები და აქტივობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აღნიშნული ფესტივალი განხორციელდა ქალაქ ოზურგეთში, ადგილობრივი ბავშვებისთვის, ორგანიზაცია EuroClub-ის დახმარებით.

მსგავსი პროექტების განხორციელებით, ჩვენი მიზანია ავამაღლოთ ახალგაზრდების ცნობიერება, გავხადოთ გარემო უფრო ტოლერანტული და ინკლუზიური.

#ErasmusPlus #iespējasjauniešiem #ErasmusPlusLV #youthcenterofgeorgia #BK95 #SPORTprojectErasmusPlus #bagātinipieredzidomāplašāk #Erasmusiespējasjauniešiem #iespējasjauniešiem #projektijauniešiem #JSPA #erasmusplus