„ერასმუს +“ – ის მხარდაჭერით საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა 22 ნოემბერს – 1 დეკემბერს ჩაატარა საერთაშორისო გაცვლითი პროექტი „Connect, Critique, Create“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 18-30 წლის ახალგაზრდებმა საქართველოდან, ავსტრიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.
პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გაძლიერებას კრიტიკული მედიაწიგნიერების უნარებით. სხვადასხვა არაფორმალური მეთოდის გამოყენებით მონაწილეები გაეცნენ მრავალფეროვან მიდგომებს, პლატფორმებსა და ხელსაწყოებს, რაც ამარტივებს ინფორმაციის გარჩევას, ანალიზსა და სანდოობის დადგენას. ამ უნარ-ჩვევების გაზრდით, ჩვენ მიზნად დავისახეთ ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მიცემა, რომ გახდნენ აქტიური პასუხისმგებლიანი მოქალაქეები.
გარდა თეორიული ცოდნისა, მონაწილეებმა მიღებული გამოცდილება გამოიყენეს პრაქტიკაში და შექმნეს ბლოგები, ხაზი გაუსვეს მედიის როლს ჩვენს ქცევასა და აღქმაზე. ასევე, შექმნეს ვიდეოები,რომლითაც ისინი ავრცელებდნენ მნიშვნელოვან სათქმელს საზოგადოებასთან, რამდენად აუცილებელია ყოველი ინფორმაციის გადამოწმება, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ.
გარდა მედია წიგნიერებისა, მონაწილეები გაცნენ სხვადასხვა კულტურას, აღმოაჩინეს განსხვავებები და მსგავსებები ერთმანეთთან, რამაც კიდევ უფრო დააახლოვა აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები.
მსგავსი პროექტების განხორციელებით, ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ვქმნით აქტიურ, ტოლერანტ და პასუხისმგებლიან საზოგადოებას.
#ErasmusPlus #YouthExchange #OeAD-GmbH #YCG #WisdomTutoringFactory #SportundKulturVereinNEUER START #RegionalneCentrumMlodziezy #AntalyaGönüllüGençlikGrubu #KartuProjektai #NaturalIntelligence #ConnectCritiqueCreate