საქართველოს ახალგაზრდული ცენტრისა და ავსტრიის ორგანიზაცია Sport- und Kultur Verein “NEUER START” -ის თანამშრომლობით, ქობულეთში 8-17 მაისს გაიმართა საერთაშორისო გაცვლითი პროექტი “Interactive Learning”. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ერასმუს+ის თანადაფინანსებით, სადაც მონაწილეობა მიიღეს მონაწილეებმა საქართველოდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან და ლიეტუვიდან.
“Interactive Learning” პროექტის მიზანი იყო კრეატიული მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესის გაუმჯობესება. მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ გეიმიფიკაციისა და თამაშებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს. თითოეული მეთოდის გამოყენებით, მათ გაიუმკობესეს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენდა კულტურული საღამოები, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი ქვეყანა და ტრადიციები. ამ კონრკეტულმა აქტივობებმა მონაწილეებს ახლოს გააცნო თითოეული ქვეყანა და კიდევ უფრო დიდი ინტერესი გაუჩინა აღმოაჩინონ მეტი, მიიღონ მეტ გაცვლით პროექტში მონაწილეობა და გაიფართოვონ თვალსაწიერი.
#ErasmusPlus #YouthExchange #SportundKulturVereinNeuerStart #YCG #YouthCenterOfGeorgia #CreativeYouth #PatrasYouthAssociation #EDUQ #TEL #TravelEnjoyLearn #InteractiveLearning