მთავარი სხვადასხვა ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი “Diverse Horizons”

ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი “Diverse Horizons”

13
0

საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა 15-22 აპრილს ერასმუს+ ის მხარდაჭერით ქალაქ ქობულეთში განახორციელა ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი “Diverse Horizons”. პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ექვსი ქვეყნის წარმომადგენელმა საქართველოდან, მალტიდან, ლიეტუვიდან, თურქეთიდან, უნგრეთიდან და იტალიიდან.

“Diverse Horizons” პროექტის მიზანი იყო ისეთი გარემოს შექმნა, სადაც დაფასებული იქნებოდა განსხვავებული წარმომავლობის ახალგაზრდები და მათი შეხედულებები. პროექტის აქტივობები მოიცავდა როლურ თამაშებს, პრეზენტაციებს, ჯგუფურ ვორქშოფებსა და კრეატიულ სესიებს, სადაც მონაწილეებმა აიმაღლეს ცნობიერება ტოლერანტობასა და მიმღებლობაზე, დაამსხვრიეს არსებული სტერეოტიპები და შექმნეს ინკლუზიური გარემო.

გარდა პროექტის მთავარი აქტივობებისა, ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი კულტურა და ტრადიციები კულტურული საღამოების საშუალებით. ეს იყო მათთვის უნიკალური შესაძლებლობა გაეგოთ სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, გაეზიარებინათ გამოცდილება ერთმანეთისთვის და შეექმნათ დაუვიწყარი მოგონებები. პროექტის მეორე ნაწილი გაიმართება მალტაში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ კვლავ გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები და ცოდნა პროექტის თემატიკასთან დაკავშირებით.

#ErasmusPlus #YouthExchange #DiverseHorizons #PuMalta #ProutistUniversalMalta #YCG #EuroClubsofGeorgia #MESHY #AntalyaVolunteerYouthGroup #KartuProjektai #ChangemakersDSU