საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა 10-18 მაისს ერასმუს+ ის დაფინანსებით უმასპინძლა საერთაშორისო გაცვლით პროექტს “Green Minds”. აღნიშნული პროექტი მოიცავდა ორ ნაწილს – პირველი ნაწილი ჩატარდა რუმინეთში, ხოლო მეორე – საქართველოში. პროექტი განკუთვინილი იყო 14-17 წლის ახალგაზრდებისთვის რუმინეთიდან და საქართველოდან.
“Green Minds” მიზნად ისახავდა მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე. არაფორმალური განათლების მეთოდების მეშვეობით, ახალგაზრდებმა ისწავლეს კავშირი გარემოსა და მათ მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის. როლური თამაშებით, პრეზენტაციებით, გუნდური მუშაობითა და სიმულაციური თამაშებით მონაწილეები აღიჭურვნენ საჭირო ცოდნითა და უნარებით თუ როგორ გახდნენ ეკო-მეგობრული, როგორ იცხოვრონ უფრო ჯანსაღად და ასევე მოტივაცია მისცენ მათ მეგობრებს გაიმუჯობესონ მენტალური ჯანმრთელობა.
ორ ეტაპიანი გაცვლითი პროექტი კარგი გამოცდილება იყო ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, გაეცნოთ ერთმანეთის კულტურა, გასნხვავებული მიდგომები თუ ცხოვრების სტილი. გულწრფელად გვჯერა, რომ მსგავსი პროექტებით ვზრდით და მოტივაციას ვაძლევთ ახალგაზრდებს რომ იყვენენ საზოგადოების აქტიური წევრები.
#ErasmusPlus #YouthExchange #ASOCIATIAYES # YOUTHEDUCATIONSUPPORT #YouthCenterofGeorgia #YCG #GreenMinds