მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა იწყება საერთაშორისო პროექტი AGRIPERMA

იწყება საერთაშორისო პროექტი AGRIPERMA

14
0

 17 მარტს გაიმართება საერთაშორისო პროექტის AGRIPERMA ოფიციალური დაწყების შეხვედრა (Kick-off Meeting) და ტრეინინგი, რომელიც ჩატარდება ონლაინ ფორმატში ჰიბრიდული მონაწილეობის შესაძლებლობით. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები, ექსპერტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან.

პროექტი AGRIPERMA – “Sustainable transnational platform for exchange of good practices and knowledge on regenerative agriculture and permaculture to support climate change mitigation and adaptation” მიზნად ისახავს რეგენერაციული სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის პრაქტიკების პოპულარიზაციას, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და გარემოსდაცვითი რისკების შემცირების მიზნით.

პროექტი ხორციელდება EU Interreg Black Sea Basin Programme-ის მხარდაჭერით და აერთიანებს ოთხ პარტნიორ ორგანიზაციას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან:

  • Black Sea Eco Academy (BSEA) – საქართველო – წამყვანი პარტნიორი
  • Black Sea NGO Network (BSNN) – ბულგარეთი
  • Black Sea / Odesa Regional Branch of Ukrainian Environmental Academy of Sciences (BSB UEAS) – უკრაინა
  • Ecological Counseling Center Cahul (ECCC) – მოლდოვა

Kick-off შეხვედრის მიზანია პროექტის ოფიციალური დაწყება, პარტნიორი ორგანიზაციების გაცნობა, პროექტის მიზნების, საქმიანობების და მოსალოდნელი შედეგების წარდგენა, ასევე თანამშრომლობის პროცესის დაგეგმვა.

17 მარტის შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს:

  • შეხვედრის გახსნას და მონაწილეთა რეგისტრაციას
  • პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების პრეზენტაციას
  • პროგრამის პრიორიტეტებისა და პროექტის მნიშვნელობის განხილვას შავი ზღვის რეგიონისთვის
  • პარტნიორი ორგანიზაციების წარდგენას
  • პროექტის სამუშაო გეგმისა და ძირითადი აქტივობების განხილვას
  • საერთაშორისო ონლაინ სასწავლო პლატფორმის E-Farm-ის კონცეფციის წარდგენას
  • ტრენინგს E-Farm-ის მეთოდოლოგიის შესახებ
  • დისკუსიას და მონაწილეთა კითხვებზე პასუხებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ტრანსნაციონალური E-learning პლატფორმის – E-Farm-ის შექმნა
  • ფერმერებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოს გამოცემა
  • ინტერაქტიული რუკების შექმნა
  • პერმაკულტურის დემონსტრაციული ფერმების შექმნა ოთხ პარტნიორ ქვეყანაში
  • ეკოლოგიურად მდგრადი და ინოვაციური სოფლის მეურნეობის პრაქტიკების პოპულარიზაცია.

პროექტი ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის და რეგიონულ თანამშრომლობას გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხოდ.

ონლაინ რეგისტრაცია Kick-off შეხვედრაზე დასასწრებად.

გიწვევთ მონაწილეობისთვის ონლაინ Zoom შეხვედრაში.

📅 თარიღი: 17 მარტი, 2026
🕒 დრო: 15:00 (ბაქო / თბილისი / ერევნის დრო)

მონაწილეებს გთხოვთ, წინასწარ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

🔗 https://us06web.zoom.us/meeting/register/2S_ifw5jR425yyvXfCxx_Q

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენს ელფოსტაზე მიიღებთ დადასტურების წერილს, რომელიც შეიცავს შეხვედრაზე დასასწრებ ბმულს და დამატებით ინფორმაციას.