მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა ხელვაჩაური ციტრუსის სეზონისთვის ემზადება

ხელვაჩაური ციტრუსის სეზონისთვის ემზადება

266
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ციტრუსის რთველისთვის მზადება დაიწყო. ნარინჯოვანთა სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით გამგეობის სოფლის მეურნეობის განყოფილებამ უკვე მოამზადა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ციტრუსის შემფუთავი და გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ფერმერებს მოსავლის აღების შემდეგ მანდარინის ჩაბარება შემდეგ ობიექტებში შეეძლებათ: სოფელი მახინჯაური – შპს „ციტრო“, წინსვლა შპს “აგრო ექსპორტი“, სოფელი მახო – პასუხისმგებელი პირი ახმედ საფარიძე, სოფელი თხილნარი – შპს “ბონდო 2009“, სოფელი განთიადი – შპს “გლობალი“, სოფელი ახალშენი – პასუხისმგებელი პირი შოთა კიკნაძე, სოფელი ორთაბათუმი -პასუხისმგებელი პირი რომან მაჭუტაძე, სოფელი ორთაბათუმი – შპს “ლამფ ლუქსი“, სოფელი ახალშენი – პასუხისმგებელი პირი კახა კიტია.